i_k_s_1IT-shnikminadze777მოკლედ დილის 8 საათზე ყველა საბუთი ხელში მეჭირა, გავემართე გეზისკენ გახარებული მეთქი წავალ მალე თბილისში თქო
ეხლა დავწერ პირველ ნაბიჯებს და გავნაგრძობ მერე მოყოლას
პირველი ჩავედით, მივედით ფირმაში გლობალ ტრასნფერი თუ რაღაცა, სადაც მოგვცეს კონუსამენტი და მომსახურების ინვოისი 170 ლარის საფასურის, კონუსამენტი არის MSC სი უბრალოდ ეს ფირმა მომსახურეა საბუთების გაცემა გამოცემა და მაგაში იღებს 170 ლარს. მოკლედ ავიღეთ ეს საბუთები მეტი არც არაფერი იყო საჭირო და გავემართეთ გეზისკენ

მივედით 2 კონტეინერის ხალხი ანუ 8 მანქანის,მოკლედ არავის არანაირი პრობლემა არ შექმნია ყველამ გაიარა რეგისტრაცია გადაიხადეს ფულები აიღეს საბუთები და წავიდნენ მანქანის გამოსაყვანად, მივედი მეც გახარებული მეთქი მალე წავალ თქო, სწორედ აქ დაიყო თავდავიწყება და MSC ს დედის ტუების გინება

რაოდენ საოცრებაც არ უნდა იყოს მეუბნებიან რომ მანქანა კი შენზეაო მარა შასის ნომერს 0000 ებს აჩვენებსო, არააო პრობლემა ჩავასწორებთო ამას ხელითო და გაგიშვებთოო, გამიხარდა მეთქი არაფერი სერიოზული 15 წუთში გავაკეთებთ პრობლემა არააო, მარა ვაი

მოდის მებაჟე ბიჭი და მეუბნება შასის ნომერი კი არაა ჩასასწორებელი საერთოდ სხავა ვინ კოდი გიწერია კონუსამენტშიო,აი აქ დამარტყა გულმა მეთქი რააა ?? რა ვქნა რანაირად მოვიქცე ვისთან მივიდე, მოკლედ უნდა ჩასწორდესო ისე არ გაგიშვებთო, ერთი ან ორი ციფრი რო იყოს შეცდომა კიო მარა ასე მთლიანი ვინ კოდი რომ შეცდომაა არაო, და მგონი ეგეთი შემთხვევა საერთოდაც არ ყოფილა ფოთში არავინ არ იცოდა რა უნდა ექნათ ყველა გაკვირვებით გვისმენდა და უკვირდათ ესე რანაირად მოხდაო, აღმოჩნდა რომ ჩემს E კლასს მრგვალფარებიანს უწერია CLK ს ვინ კოდი , მოკლედ ავტეხე იქით რეკვა აქეთ რეკვა, დავრეკე იმ ფირმაში სადაც 170 ლარს ვიხდით, ჩვენ ვერაფერს გიშველით არაფერი შეგვიძლია MSC ს ოფისში მიდითო, წავედი MSC ში ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ სანამ ინგლისიდან არ მოვა ჩასწორებული კონუსამენტიო და ამას 2-3 დღე ჭირდება ხოლმეო, აუ დამარტყა გულმა მეთქი ძლივს სამსახურიდან გავენთავისუფლე წამოვედი ამდენი ხარჯი გავწიე და მანქანა რო ვერ წავიყვანო რაღა მეშველება თქო,მოკლედ მეუბნებიან უნდა დაურეკო იმას ვინც გამოგიგზავნა მანქანა ინგლისიდან, დარეკოს იქაურ ოფიში ჩაასწორებინოსო, თუ მოვიდა ჩვენამდე ჩასწორებული ამოგიბეჭდავთ ბეჭედს დაგირტყავთ და გაიყვან მანქანასო,მოკლედ ავტეხე რეკვა იინგლისში, დაურეკეს იქ ოფიში ერთი ამბავია მიდის ლაპარაკი ბოლო ბოლო ჩავასწორებინეთ ის ჯანდაბა კონუსამენტი, ხო თან ინგლისი 4 საათით უკანაა და 1 საათამდე ვერ ვრეკავდით არავინ მუშაობდა, მოკლედ რო გავიგეთ რო ჩასწორდა არის სადღაც 3 საათი მარა ეხლა გადმოგზავნაა პრობლემა მინიმუმ 1-2 საათი უნდა,მოკლედ ვზივარ და არ ვიცი მოეესწრება დღეს ამ კონუსამენტის გადმოგზავნა თუ არა, წარმოიდგინეთ რა დღეში ვარ რა გავაკეთო აღარ ვიცი, თან ყველაზე მაგარი 5 საათის მერე ფოთიდან თბილისში მარშუტკა არ მიდის არადა დილით 10 ზე სამსახურში უნდა ვიყო : )))))
მოკლედ როგორც იქნა მეშველა და 5 ის 20 წუთზე მოვიდა ეს ახალი ცასწორებული კონუსამენტი, მეთქი მეშველაააააააააააააააა და წავედი გეზში

მივედი გეზში გახარებული მეთქი ჰააა გამიშვით თქო, მოვიდა მებაჯე ისევ 000 ებია შენი შასის ნომერიო წავალო ჩავასწორებო და 15 წუთში გაგიშვებთო, ვზივარ გახარებული მიდი 15 წუთში ჩასწორებული იქნება და წახვალოო, მივედი 15 წუთში მეთქი აბა ნახეთ ჩასწორდა თქო ? არაო

ცოტაც დაელოდეო თან ამასობაში ვიღაცას ურეკავს ასეა და ასე რა ვქნათ რო მალე გაუშვათო, იქიდან მოდის პასუხი მაგის ჩასწორებას 15 წუთი კი არა 1-2 საათი უნდაო

უკვე 5 სააათია ამ დროს მაგ პასუხს რომ ვიგებთ , მეთქი ჩემი ბედის დედას ტუუები თქო ისევ

მარა აღარ ვჩიოდი გეზი 24/7 ზეა და როცა წავალ წავალ ამის დედაც თქო : ))), მარა ისევ გეზმა ივაჟკაცა, გავედი გამოვედი მივედი რამე ახალი ხო არაათქო და მითხრეს 15 წუთში თუ არ იქნა ისე გაგიშვებთო მოგვცეს ნებაოო, მეთქი თქვენ გაიხარეთ თქვენ შემოგევლეთ თქოო,დაიწყო უკვე 6 იც , სადღაც 6 ზე მივაღწიე მანქანამდე, საბუთების გამფორმებელმა გოგომ მიჯიგრა რავი რატო არ ვიცი კაი ნომრებს მოგცემ თუ შენთვის გინდა მანქანაო, ერთხელ დაყენებული ნომერი მომცა სულ თაზა TG 3009

, წავედი დავქოქე ჩემი დრუნჩა, ისეთი განერვიულებული ვიყავი მართალი გითხრათ სულ აღარ მიხაროდა და აღარ მქონდა მანქანის დათვალიერების თავი და ნერვები, ვნახე ზეთი, წყალი თუ დგას თქო და დავაქოქინე ეგრევე პერემიჩკებით, მოკლედ გამოვედი, შვიდი დაიწყო უკვე მივაყენე ნომრები დავბერე პაკრიშკები და წამოვედიი

დასკვნა ჩემი ბედის დედის ტუუ