ესე იგი, ვიყავი დღეს პირველად. თეორია ჩავაბარე პრაქტიკაზე ჩავიჭერი როგორც მოველოდი
ახლა კი რჩევები მათ ვინც პირველად გადის:
1) აუცილებლად მიიტანეთ ფსიხო, არ გარისკოთ! მე არ მივიტანე, და დამსვეს დალტო ტესტზე - სამი კითხვა იყო, აქედან ორი ის იყო რაც ფორუმზე დევს, მსგავსები, ერთ ფიგურაში სამკუთხედი ჩანდა მეორეში 68 (ამაზე ცოტა ავირიე 6-იანი 8ს გავს და დააკვირდით). ამ ორს სწორად ვუპასუხე და მესამე ფიგურა ისეთი იყო რო არ მინახავს აქ მანამდე, წრე იყო მწვანე მოკლედ და შიგნით მეორე წრე აი არც ცისფერი არც მწვანე რაღაცა შუაში და მაგაზე ჩავიჭერი

ახლაც ვერ ვხვდები მწვანე იყო თუ ლურჯი ის უპატრონო!!! ხოდა კიდე კაი ადრე მივედი 1 საათი იყო 12 მდე დარჩენილი და მითხრა იმ კაცმა გადაირბინე რუსთავში მოიტანე პრავაო. მე საცოდავი ისედაც ვნერვიულობდი კიდე ეს მინდოდა??

გამოვედი კუდამოძუებული და ტაქსმა წამიყვანა რუსთავში მერე და თავპირისმტვრევით დავბრუნდი და მივუსწარი და მერე 4 წუთში 30 ვე ტესტი დავწერეეე

Happy End!
დასკვნა: 20 ლარი ღირს ფსიხო მარტო, რომ გადიხარ ადამიანი ჯერ რო ორი გამოცდა გაქ სადარდებელი მერე კიდე დალტოზე იდარდო არ ღირს და რავი თუ გაქვთ ფული გააკეთეთეტ და მიუთრიეთთ.... თუ არ გაქვთ კიდე მაინც ჩააბარებთ ალბათ შეიძლება მე ვარ დალტონიკი (თუმცა ჩემთან ერთად ორი ჩაიჭრა მაგ მწვანეზე)
2) პრაქტიკის გამოცდა:
- თუ მზიანი ამინდია აუცილებლად წაიღეთ ქოლგა ან წაიყოლეთ მოტივირებული მშობელი/მეგობარი რომელიც რიგში ჩადგება და დაელოდება გვარის დაძახებას, მე პირადად სახე ამეხა იქ დგომით და მერე მამაჩემი ჩავაყენე გადაირია კაცი.

) ანუ ჩრდილი ახლომახლოს არ არის.
-უამრავი ხალხი იყო, და თუ ატყობთ რომ ბევრია უეჭველი საათნახევარი მოუნდება გვარის გამოცხადებამდე. არ დაინანოთ ფული იქვე ჩადით 5 ლარი ღირს თურმე ერთი წრე შკოდაზე სწავლების გარეშე რო მოარტყა და სწავლებით 20 და ეგ ერთხელ ქენით გასვლამდე უფრო დარწმუნებული გახვალთ მე დამეზარა და ვინანე.
-გაითვალისწინეთ რომ გარაჟი ხოა პირველი და გორავს იქ მანქანა მაგარი დაცურებულია და ტორმუზს პირდაპირ ფეხი არ აუშვათ ცოტა ცეპლენიიდანაც აიღეთ თორე გადააფრინდებით ბორდიურს
-გარაჟში ნუ ისედაც გეცოდინებათ ჩემნაირი უვიცი იქ სხვა ბევრი არ იქნებოდა, რო შევატყვე რომ მარცხნივ ადგილი ცოტა დამრჩა მითხრა პოლიციელმა ახლა ლოგიკა ჩართეო, ანუ პირდაპირ არ უნდა შემომეყვანა მე კი ლოგიკა დავკარგე იმ სიცხე უბედურება და ფსიხოზე სირბილებში და მარცხნივ არ შემოვატრიალე რული და კიდეც ჩავახუტე სარკე ჯოოხს და ჩავიჭერი..
- ბოლო, არ უსმინოთ ბევრი ხალხს გარშემო, ყველას აქვს სხვადასხვანაირი დაქოქვის მეთოდები მე მაგალითად 3 ნაირი გავიგე და ამერია ტვინი.
სულ ეს იყო, გრძელი პოსტი გამოვიდა მაგრამ ჩემი გაჭირვება რომ მახსოვს ყველაფერს ვკითხულობდი ვიფიქრე მეც დავწერ თქო

წარმატებები ხალხო ყველას, მე შემდეგ შაბათს გავალ მეორედ და მანამდე დავამუღამებ