გამარჯობა. მე 1 კვირის წინ ავიღე პრავა 2 კვირის წინ ჩავაბარე მესამე გასვლაზე . მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ
პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მასწავლებელთან თუნდაც 15 წუთი თუ გაივარჯიშებთ ეს ძალიან წაგადგებათ .. პირველი 2 გასვლა ისე გავედი რომ არავისთან მივარჯიშია რადგან მართვა ასე თუ ისე ნორმალურად ვიცი მაგრამ ჩავიჭერი აი მესამეზე გასვლის წინ 10 წუთი მავარჯიშა ახლობელმა და მშვენივრადაც ჩავაბარე ..
ეხლა მე შევეცდები აგიხსნათ როგორ ჩავაბაროთ პრავაზე რაც შეიძლება მარტივად
1. გაზს თითქმის არ ვხმარობთ ! ჩავაგდეთ პირველში და ნელნელა ავუშვით ცეპლენიას . მანქანა დაიწყებს ძიგძიბს და ნელნელა დაიძვრება ..
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ცეპლენიას ავუშვათ ნეეეელნელა (იქ დრო გაქვს ძალიან ბევრი თუ გინდა მთელი დღე იღოღე არაა პრობლემა !) რომ შეატყობთ რომ მანქანა აძიგძიგდა უკვე დაიძვრება შეიძლება მანამდეც ხოდა აწი სულ ასე იარეთ . გაზი საერთოდ არ გჭირდება იღოღეთ (როგორც სააკაშვილი ღოღავდა გორში ისე არა) კუს ნაბიჯებით
მოკლედ. დავძარით მანქანა და უნდა შევაყენოთ გარაჟში ..
2. გარაჟში შეყენება ხდება ასე : ასფალტზე დაინახავთ გამყოფ ზოლს . აი იმ ზოლზე დადექით თქვენი მხრიდან . ანუ თქვენს მხარეს მყოფი საბურავები უნდა იდგეს ამ ზოლზე . შემდეგ გავიხედებით უკან და ნეეელნელა , კუს ნაბიჯებით მივდივართ წინ . როდესაც უკანა ფორთოჩკაში (ანუ პატარა ფანჯარაში) გამოჩნდება გარაჟის თეთრი ჯოხი (უკანა ჯოხი არა , წინა ჯოხი ანუ გარაჟს ოდნავ გაცდენილზე) დაუმიზნეთ რომ მაგ ფორთოჩკის შუაში მოექცეს ეგ ჯოხი . შემდეგ გავაჩერებთ ბოლომდე ავიღებთ საჭეს , ჩავაგდებთ ზადნიში და ნეეეეელნელა ავიღებთ ფეხს ცეპლენიიდან და კარგად დავუგდებთ ყურს . მანქანა რომ დაიწყებს ძიგძიგს გავაჩერებთ ფეხს მაგ დონეზე და მუხრუჭს უცებ ავუშვებთ ფეხს და მანქანა ნელნელა დაიძვრება უკან . შესვლის დროს ვუყურებთ მარჯვენა სარკეს . რომ დავინახავთ რომ მანქანა გაუსწორდა გარაჟის მარჯვენა კიდეს გავაჩერებთ , საჭეს გავასწორებთ და ისევ იგივენაირად მივღოღავთ უკან .. ეს პირველი ხიფათი ჩავლილია .. ზიგზაგს რვიანს და ჩიხს ბეზპრაბლემ გავივლით და მეორე ხიფათი არის აღმართი ..
3. აღმართზე ვაჩერებთ . ვწევთ რუჩნოის ისე რომ ხელს არ ვუშვებთ და კნოპკაზე გვიჭირავს იმიტომ რომ ეგრევე ჩავუწიოთ ანუ მანქანა გიჭირავთ ხელით რომ უკან არ დაგორდეს .. ეხლა რას ვაკეთებთ ფეხით : ნეეელნელა ვუშვებთ ცეპლენიას ფეხს და რომ დავინახავთ მანქანა დაიწყებს ძიგძიგს მაშინ გავაჩერებთ მაგ დონეზე ცეპლენიას და მივცემთ გაზს .. გაზსაც ძალიან ნელა დავაწვებით და ვუყურებთ ტახომეტრს (სპიდომეტრს არა ტახომეტრს!) ნელნელა ვუმატებთ გაზს და აგვყავს 20-ს ზემოთ , დაახლოებით 25 ზე და ვაჩერებთ ამ სიჩქარეზე .. ე.ი. ცეპლენია და გაზის საქმე გადაწყვეტილია .. ეხლა ვუშვებთ რუჩნოის და ვუშვებთ ფეხს ცეპლენიას და ეგაა .. მერე არის შუქნიშანი და ლიანდაგი . წითელზე აჩერებ მწვანეზე გადიხარ ლიანდაგებთან შეანელებ სვლას , გაიხედები მარჯვნივ, მარცხნივ და გადადიხარ ლიანდაგზე და ეგაა დარჩა პარკირება მესამე ხიფათი ..
4. პარკირება. ჯოხებთან ვიჭერთ ახლო დისტანციას თავიდანვე და მივდივართ წინ . ვაჩერებთ სტოპხაზთან და საჭეს ვიღებთ ბოლომდე მარჯვნივ . მივდივართ ნეეელნელა უკან და ვუყურებთ მარცხენა სარკეს როდესაც გამოჩნდება ზოლი გავაჩერებთ , საჭეს გავასწორებთ და ისევ ნელნელა მივღოღდებით უკან .. უკანა საბურავი ხაზზე რომ დადგება ავიღებთ ბოლომდე მარცხნივ და თან ვუყურებთ მარცხენა სარკეს .. საბურავი შევა ხაზს შიგნით და ეგაა შეყენებული გაქვს .. მერე გამოხვალ , გააჩერებ რუჩნოის ამოუწევ , ჩააქრობ და აირჩევ სად გირჩევნია პრავის აღება რუსთავში თუ თბილისში ? 1 კვირაში აიღებ პრავას , დამიკავშირდები მე მიყიდი ლუდს და ეგაა
This post has been edited by giogio1102 on 16 Nov 2011, 02:59