Piani Mastertornike-404maverick16სარკეებს რაც შეეხება მე მაქვს კარგი ისტორია მოსაყოლად

მოკლედ ახლობელმა გოგომ მთხოვა რამე მანქანა მაყიდინეო . მივიყვანე ჩემს მეგობრებთან და აუქციონზე უყიდეს ვერცხლისფერი 2002 წლის ნისან მარჩი 70 ათასი გარბენით.
ნუ მოკლედ გავიდა დაახლოებით 2 თვე და მანქანა ჩამოუყვანეს ფოთიდან. დამირეკა 2 დღეა მანქანით დავდივარ და მომწონსო, მაგრამ მაინც გამოვალ და გაჩვენებ, შეხედე მაინც და შემიფასეო.
მოვიდა , დავჯექი მარჯვნივ საჭესთან და როგორც წესი ვისწორებ სავარძელს, სარკეს, მოკლედ ვირგებ ჩემს გემოზე. შიგნით რომ მოვრჩი ყურადღება გვერდითა სარკეებზე გადავიტანე რომლებიც ბოლომდე შემოკეცილი იყო...
მეთქი ეგრე რატომ გაქვს..
პასუხი:
მე ამ სალონის სარკეშიც მშვენივრად ვიხედები და თან თავს სახლიდან გამოსვლისას ვიწესრიგებ და არა ზოგიერთებივით გზადა გზაო

გვერდითა სარკეში რატომ უნდა მოვიღრიცო ყელი ვერ ხვდებიო , მგზავრის მხარე ხომ ისედაც მკიდია თუ არც ჩაიხედავსო
აი ამ პასუხზე ერთი სიტყვაც არ შემიცვლია ზუსტად ისე დავწერე როგორც მიპასუხა )))))