...მახოვს ბაბუ 2012 წლის დეკემბრის ციებ-ცხელება მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით, ვინც გაანეიტრალა ეს იყო კაკო მართალი... კაკომ გადაარჩინა ასიათასობით ბავშვი დაობლებას , მაშინ როდესაც მათი დედებს და მამებს სუიციდის აღსრულებამდე ერთი ნაბიჯის გადადგმაღა ჰქონდათ დარჩნენილი - ეს კაკო იყო სუიციდს იმედებზე ცივი წყალი, რომ გადაასხა და კლანჭებიდან გამოაცალა ასიათასობით ნადავლი - სიმართლის თქმით... კაკო ერთადერთი იყო ვინც ზუსტად იცოდა, რომ 21 დეკემბერს მეტეორი დედამიწას არ ჩაეკონებოდა...
- ბაბუა ცოტახნით გაჩუმდა და ჩაფიქრდა.... ამ ფიქრებში ერთიანად აელეწა სახე... წამოდგა სწრაფი ნაბიჯებით ონკანთან მივიდა და წყალი მოუშვა.... პეშვით რამოდენიმე ყლუპი დალია და შემდეგ სახეზეც მიისხურა.... თან თითქოს ფიქრებში დატრიალებულ ცეცხლს ანელებდა პეშშვი დაგროვილი წყლით.... შემდეგ მობრუნდა ჩემსკენ ისე , რომ ჩემთვის არც შემოუხედავს თავის სავარძელს დაუბრუნდა... შიში , გაოცება და გაურკვევლობა ერთიანად აირია ჩემში... თითქოს მეტყველების უნარი და ლექსიკონის მარაგი რაც კი გამაჩნდა თითქოს ქარმა გამტაცა, ისე რომ ჩემგან გაფრენილს ჰორიზოტზეც ვერ შევავლე თავლი.... ბაბუ ასეთი არასოდეს მახოვდა... არამცთი მე - ვინც კი ბაბუს იცნობდა იმათაც....
ბაბუმ ჩემს დაბლა დახრილ თვალებში მაინც შეამჩნია კითხვის ნიშნები და სინანულნარევი ინტონაციით განაგრძო საუბარი....
- ბაბუ 2013 წლის იანვრის მიწურულს, მაშინ როცა უკვე საგრნობლად მიცხრა საახალწლო დღეების ეიფორია.... ხალხი ერთიანად მანქანის საპოვნელად სახლიდან გამოვიდა.... ერთნი ჯომოლუნგმის მწვერვალებს იპყრობდნენ ნაღდი მანქანის საპოვნელად...
მეორენი ოკენის ქვეშ დაცურავდნენ წყალქვეშა გემით ნაღდი მანქანის საპოვნლად და სხვა დანარჩენები ათას მთას და კლდეებს იყვნენ გადახვეწილნი ნაღდი მანქანის მაძებარნი....
და სწორედ მაშინ როცა კაკო მართალმა ხალხის ტანჯვა იხილა ამაო ძებნაში გამოხატული, გადაწყვიტა თავისი ერთადერთი ნაღდი მანქანა (რომელიც საკუთარ სიცოცხლეს ერჩივნა) სამყაროსთვის ეჩვენებინა და შემდეგ გაესხვისებინა... ფასიც სიმბოლური დაადო , რომ ჩუქებით ვინმეს სიამაყე არ შეელახა....
მაგრამ ხალხი ბრბოა ბაბუ ბრბო.... (თვალები აუწყლიანდა ბაბუს...) თვეობით ედო განცხადება და მყიდველი კი ჰორიზონტზეც არ ჩანდა, ახია კაკო მართალზე ახი... ხალხი მხოლოდ იმას იჯერებს რაც თვითონ უნდა....
შემდეგ ბაბუმ გულის ჯიბიდან ხელის კანკალით ძველი გაცრეცილი ფოტო ამოიღო. ჩემს წინ მაგიდაზე დადო...
მე ფოტოს დავხედე და იქიდან ჩემთვის უკვე ძველისძველი, იმდროისთვის ახალგაზრდა ნაღდი მანქანა ბრდღვიალა თვალებით მიმზერდა.... კაკო მართალი მოკვდა თუარა , ყველამ აცხონა - ცოხალი არვინ არ მიიკარა....
თბილეასაი 2068 წელი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «