წარმატებები მინდა გისურვო, საშინელი გრძნობაა როცა კაცი წვალობ, მითუმეტეს შენი ოცნების მანქანას ყიდულობ, გამოვარდება ვიღაც სირი დაგამტვრევს და თან ისე რომ საკუთარ უდანაშაულობას ვერ ამტკიცებ.... ასეთ სიტუაციას არავის არ უსურვებ
რაც შეეხება ჩემი აზრი ამ საქმეზე:
საჯარიმო ოქმზე ხელი რომ გაქვს მოწერილი, ხომ შეიძლება თქვა რომ იმ მომენტში აფექტში იყავი, არ წაგიკითხია არაფერი და ხელი ისე მოაწერე... მემგონი ღირს ამ საქმეზე მიწოლა... ბევრი იქ მყოფები და შემთხვევის დამნახავები მოწმეებში არ ჩაუწერიათ, პლიუს შენი სურათები და ვიდეოები გაქვს რომელზეც საბურავის პროტექტორი აშკარად ჩანს... დამოუკიდებელი ექსპერტი დარტყმის კუთხეს გამოიკვლევს და დასკვნასაც დადებს, მითუმეტეს პირველ ხაზზე იყავი და გასაქცევიც არსად იყო....
ყველამ კარგად ვიცით რომ სურათის მიხედვით იო ზედ არის არბენილი ბე ემ ვე-ზე... შენ რომ დაგერტყა იოსთვის, შენს მანქანას უფრო აეხეოდა სახე და თან სხვანაირი დაზიანებები ექნებოდა ვიდრე ეხლა
ჩემი რჩევაა: (ვიდეო კონტროლის კამერები მაგარი იქნება თუ მოიძევ)
1. ავარიებზე კომპეტენტული და გამოცდილი დამოუკიდებელი ექსპერტი
2. ავტო ავარიებზე გამოცდილი ადვოკატი
3. შენი პირადი ვიდეო/ფოტო მასალა
4. ოქმის გაუქმება არასწორი შედგენისთვის, რადგან იო ავარიის ადგილს გასცდა შეგნებულად და 29 მეტრში გადააყენა, რის გამოც ნახაზი არ შედგა სწორად... პლიუს ამას მოწმეები არ დაფიქსირებულან... რაც მთავარია ხელის მოწერისას აფექტის ქვეშ იყავი და ვერც კითხულობდი ხელს რაზე აწერდი
5. იქ მყოფი ხალხის გვერდში დგომა დაუზარელად
ფორდით შენი თანამშრომლის ჩვენება მეტად მნიშვნელოვანი იქნება, თან სურათზეც დაფიქსირებულია მისი ფორდი. მაღლიდან უკეთ ჩანს ყველაფერი
(იურიდიულზე მაინც ჩამებარებინა თავის დროზე

)
P.S. ეხლა უკვე დავრწმუნდი რომ დაზღვევაა აუცილებელი და თუ ვერ ქაჩავ, მაშინ ვიდეო რეგისტრატორი მანქანაში და მისი ჯანი (მაგარი მოწმე იქნება ყველაფერში)