აბა გადაიდოო
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...aimartheba.htmlდღეს "რომპეტროლის სარბოლო სეზონის" ბოლო შეჯიბრი გაიმართება
10:27 27-11-2011
იპიდრომზე, მთაწმინდის პარკის გადასახვევთან, დღეს "რომპეტროლის სარბოლო სეზონი 2011"-ის ფარგლებში წლის ბოლო შეჯიბრი DRIFT KING გაიმართება.
"დრიფტის მეფე" 50 პროფესიონალ და მოყვარულ მრბოლელს შორის გამოვლინდება.
საავტომობილო ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, შეჯიბრი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და იმიდრომზე დაიწყება.
"ეს იქნება ყველაზე სანახაობრივი და საინტერესო შეჯიბრი იმ 10 რბოლას შორის, რომელიც წელს ჩატარდა. 8 ფინალისტს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს. შემდეგ კი ისინი არასტანდარტული წესით იასპარეზებენ: წყვილ-წყვილად გამოსვლის შემდეგ "დრიფტის მეფე" საუკეთესო დრიფტის ჩვენების შედეგად გამოვლინდება. "დრიფტის მეფეს" ნახევარი ტონა პრემიუმსაწვავით "რომპეტროლი" დააჯილდოვებს, ხოლო "კრეატივ ივენტ ჯგუფი" პრემიის სახით 300 ლარს გადასცემს," – აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.
"რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის შეფასებით, საავტომობილო სეზონი წლეულსაც საინტერესო იყო. ყველა რბოლაში მოყვარულ მრბოლელთა სექტორი იყო მაქსიმალურად ჩართული. ასევე, ყველა შეჯიბრი, გასულ წლებთან შედარებით, განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა.
"მოყვარულების ჩართულობით საავტომობილო სპორტი კიდევ უფრო პოპულარული გახდა და სულ უფრო მეტი მოყვარული გამოთქვამს სურვილს იასპარეზოს პროფესიონალების მხარდამხარ. "რომპეტროლი" უკვე 4 წელია ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში ავტოსპორტი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპორტად იქცეს და ვფიქრობ, ამ მხრივ მიზანი მიღწეულია,"- აცხადებს "რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
"რომპეტროლ საქართველო" 2008 წლიდან ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერი და გენერალურო სპონსორია. ყველა სეზონი "რომპეტროლის" სახელს ატარებს.