დღეს ვიყავი ვარჯიშზე შოთა აფხაზავას პირადად ვესაუბრე და კაი ამბები მაქ:
სანამ კაი ამბებეზე გადავიდოდი ცოტა ემოციებს გადმოგცემთ. ისეთ დღეში ვიყავი რომ კინაღამ შევედი ჩემი მანქანით ტრეკზე და სამუდამოდ გამაშავებდნენ მერე!

ჩვენი ბიჭები მაგარად დადიან. ლეგენდებს იმენა აკვნესებდნენ. დათა, სნეიქა, ჭანტურა, ოთო. მევლუდა და იკო ფორმულაზე ზიან! სიჩქარით ფორმულა და ლეგანდა თითქმის ერთია, მოსახვევებს უგებს ფორმულა საერთო ჯამში 10-12 წამი ტრეკზე! კოდუამაც კარგად იარა ფორმულით დადის! აფხაზავა იმენა პსიხია მაგარს აპრიძელებდა!
შოთამ მითხრა დიდ ყურადღებას მივაქცევ სამოყვარულო ზაეზდებსო, შეIზლება ახალწლამდეც დაუშვა ტრეკზე გასატესტად მოყვარულებიო ოღონდ პირდაპირი გაგებით მოყვარულები არა! ისეთი არა სემით რო სევარდეს ან შავი ფეცოტით და მანდ გული ირიოს

ძალიან სიმკაცრეა ტრეკზე, საიდან შეხვალ სად გააჩერებ ყველაფერს უყურებენ და ერთი დაუმორჩილებლობა ეგრევე გარეთ გაგიშვებენ! იქნება ტრეკ დღეებიო. დროზე ვკითხე მეთქი რამდენიხანი? მთლიანი დღეც იქნება თავისი ბოქსით და რამდენიმე წუთიჩ და საათიცო! ყველაფერს სხვადასხვა თანხა დაჭირდებაო! იქნება სამოყვარულო წრიული რბოლებიცო! მეგონა მეთქი ალბათ ტრეკ დეის გულისხმობს მეთქი მარა არა ტრეკ დეი ცალკეო!
ამ წელს ახალწლამდე თუ მზიანი ამინდები შენარჩუნდებაო ერთი ტრეკ დღე იქნებაოოო თუ არადა ახალწლების მერე იანვარში ეგეც თუ მზიანი ამინდი იქნებაოოოო

ასე რომ გაათბეთ ძრავები წინ დაუვიწყარი ადრენალინი და სიამოვნება გელით!