biboia777შენ შეიძლება ჰონდა გევასება, მაგრამ F1-ს რაც შეეხება, მანდ ჰონდამ მაგრად ჩაისვარა და წავიდა. როგორც ფინანსურიად ისე მატორის არაკონკურენტუნარიანობის გამო. და როგორ ფიქრობ ეხლა, მაკლარენი, რომელიც ყოველთვის ერთერთი ფავორიტი იყო ჩემპიონატის, და ყოველთვის მაგარი მატორი ქონდა, გადავა ისეთ მატორზე, რომელიც დაჟე F1-შიც აღარ იღებს მონაწილეობას?
ჰონდა მეც მევასება, მაგრამ რეალობას თვალი არ უნდა დაუხუჭოთ. ჰონდას დრო იყო ერთი პერიოდი, როცა მაკლარენს ქონდა ჰონდას ძრავი, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ პროსტი-სენას დუეტი იჯდა მაშინ მაკლარენზე. ტაკ შტო მანდ ჰონდა იყო მამა თუ ეს ორი გენიალური პილოტი, ეგ კიდე საკამათო საკითხია

თუ F1 გევასება და მართლა თვალყურს ადევნებ, მაშინ შემოგვიერთდი ფ1-ის თემაში, ცუდი არ იქნება, მაგრამ თუ მაინცდამაინც არ გიზიდავს ეს სპორტი, მაშინ იმას გეტყვი ჰონდას მაკლარენში შანსი არ აქვს. იმიტომ რომ ჯერ უნდა დაბრუნდეს F1-ში, მერე ისე უნდა დაბრუნდეს რომ გაგვაკვირვოს ყველა, დაამზადოს კონკურენტუნარიანი ძრავები და ამის მერე შესაძლოა ფიქრი, რამოდენიმე დაბალი დონის გუნდი გადაერთოს ჰონდას ძრავზე. მაკლარენს რაც შეეხება, ამ მომენტისთვის მართალია რედბულს (რენოს ძრავით) ვერ უწევს კონკურენციას, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ აწყობილი აქვთ ყველაფერი, ძალიან მაგარი ძრავების მომწოდებელი ყავთ მერსედესის სახით და + ამას ორი უძლიერესი პილოტი.
პ.ს. რაც შეეხება ამ თემას, თემის ავტორს ალბათ თავიდანვე უნდა მიეთითებინა რა ძრავებზე გვქონდა საუბარი, იმიტომ რომ პირველი 3 გვერდის გადაკითხვა მომიხდა სანამ გავიგებდი რა ტიპის მატორების სია იყო ჩამოწერილი
karlson ედრიან ნიუი იცი ვინაა? ან კრისთიან ჰორნერი? ნუ სება გეცოდინება იმედია

ხოდა რო იცოდე მაგას აღარ იტყოდი. რენოს ძრავი რედბულის გარდა კიდევ ორ გუნდსაც აქვს, ზუსტად იგივე ძრავები, მაგრამ ათეულშიც ვერ ხვდებიან
This post has been edited by MuFaS on 13 Dec 2011, 11:41