HYBRID ENGINES
ავტოინდუსტრიაში ხშირად გავიგებთ სიტყვას "Hybrid" - ჰიბრიდი, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ნახევრად ელექტრო ან სრულიად ელექტრო ავტომობილებთან ასოცირდება. ბევრი ავტომოყვარულისთვის ჰიბრიდული ავტომობილი 21-ე საუკუნის მიღწევად, მწვანე ტექნოლოგიად ან სულაც უახლეს გამოგონებად ითვლება, თუმცა ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად არის. უფრო გასაკრვევად რომ გითხრათ ჰიბრიდული ძრავების/ავტომობილების ისტორია ჯერ კიდევ 19-ე საუკუნის ბოლოდან იწყება, როდესაც 1899 წელს გერმანელმა ინჟინერმა ფერდინანდ პორშემ (Ferdinand Porsche), მსოფლიოში პირველი ჰიბრიდული ავტომობილი Lohner Electric Chaise წარმოადგინა. XX საუკუნის 70 იან წლებში, ზემოთ ნახსენებმა ტექნოლოგიამ განვითარების უმაღლეს საფეხურზე გადაინაცვლა და მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. წარმატება ნამდვილად არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ჰიბრიდული ავტომობილი ნაკლები საწვავის ხარჯით და მავნე აირების მცირე რაოდენობით გამოირჩევა, რაც დრო და დრო უფრო საჭირო და მოთხოვნადი ხდება.
დავიწყოთ იმით რომ ჰიბრიდები, მუშაობის პრინციპის/დანიშნულების მიხედვით 2 ტიპად იყოფა; "mild hybrids" და "full hybrids" (ნახევრად ჰიბრიდი და სრული ჰიბრიდი). პირველი ვერსიის დანიშნულება შიგა წვის ძრავის დახმარება გახლავთ, რომელიც მთლიანი მუშა ციკლის, ენერგიის დაცლის შემდეგ, ძალას ისევ შიგა წვის ძრავისგან იღებს და სრული დატენვის შემდეგ ისევ მას ახმარს, ასეთი მუშაობის წრე კი საწვავის დაზოგვის და სიმწვანის პირობას იძლევა. რაც შეეხება მეორე, სრულიად ჰიბრიდულ ვერსიას, მას არ გააჩნია შიგა წვის ძრავი და მხოლოდ ელექტრო ძრავზე მუშაობს, რომლის ბატარეებსაც ერთი დატენვით რამოდენიმე ასეული კილომეტრის გავლა შეუძლია, რის შემდეგაც აუცილებლად დატენვას საჭიროებს.
მოგეხსენებათ რომ ყველა ინჟინერულ გამოგონებას თავის სქემა გააჩნია და გამონაკლისი არც ჰიბრიდული ძრავებია, რომლის სამუშაო სქემაც 3 ძირითად ტიპად იყოფა.
თანმიმდევრობითი, პარალელური და შერეული - სწორედ ასეთი სახელწოდებები გააჩნია ჰიბრიდული ძრავის 3 სქემას, რომლებზეც სათითაოდ ვისაუბრებთ.
თანმიმდევრული
პირველად თანმიმდევრული ჰიბრიდული სქემა გაჩნდა, რომლის ავტორიც, როგორც უკვე გითხარით გერმანელი ფერდინანდ პორშე გახლდათ, თუმცა მის მიერ შექმნილი თანმიმდევრული ჰიბრიდული კონსტრუქცია დროთა განმავლობაში ავტოინდუსტრიაში ნაკლებად გამოყენებადი გამოდგა, თუმცა სატვირთოებში, ლოკომოტივებში და ავტობუსებში ის ყველაზე მისაღები და გავრცელებულია. თანმიმდევრულ ჰიბრიდულ სქემაში წამყვანი თვლები მოქმედებაში ელექტრო ძრავს მოჰყავს, რომელიც თავის მხრივ ენერგიას მცირე ზომის შიგა წვის ძრავისგან იღებს. ასეთ სქემას გადაცემათა კოლოფი და დიდი ზომის შწძ არ სჭირდება, თუმცა მისთვის ნიკელ-მეთალოჰიდრიდის აკუმულატორი აუცილებელი ატრიბუტია.
პარალელური
ჰიბრიდულ ავტო ინდუსტრიაში დღეს დღეობით ყველაზე გავრცელებული პარალელური ჰიბრიდული სქმეაა, რომელიც პირველად 1905 წელს ისევ და ისევ გერმანელი ინჟინერის, ამჯერად ჰენრი პიპერის მიერ იქნა დაპატენტებული ოდნავ მოგვიანებით კი, 1909 წელს ის წარმოებაში ჩაეშვა რის შედეგადაც მან გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ფართო გამოყენება ჰპოვა. ამ სქემის ძირითადი მახასიათებელი საკმაოდ მძლავრი, 10-15 კილოვატიანი ელექტრო ძრავია, რომელიც შიგა წვის ძრავს მუშაობაში ეხმარება, ხოლო ბრუნის დავარდნისას დაკარგულ ენერგიას ისევ უკან შთანთქავს და საჭიროების შემთხვევაში კვლავ შწძ-ს აწვდის. ასეთი მუშა წრე საწვავის ეკონომიურ წვას და ავტომობილის სიმწვანეს განაპირობებს. რაც შეეხება ამ სქემის გადაცემათა კოლოფს, მის სახით პარალელურ ჰიბრიდულ სქემას ვარიატორი გააჩნია.
შერეული
რაც შეეხება მესამე ჰიბრიდულ სქემას, მას შერეულ სქემას, ან მეორენაირად თანმიმდევრულ-პარალელურ სქემას უწოდებენ. ამ სქემის კლასიკური წარმომადგენლები Toyota Prius-ი და h ინდექსით აღჭურვილი Lexus-ის მოდელები არიან. ამ სქემის მუშაობის ძირითადი პრინციპი სინერგეტიკური მოქმედება გახლავთ, რომელსაც HSD (Hybrid Synergy Drive) ინიციალებით აღნიშნავენ და საკმაოდ ხშირად ამ ინდექსს ავტომობილის ექსტერიერზეც ათავსებენ. თუ ზემოთ ახსნილ სქემებში წამყვანი თვლები მოქმედებაში ელექტრო ძრავს მოჰყავდა, ამ სქემის თანახმად თვლები შიგა წვის ძრავისა და ელექტრო ძრავის საერთო მუშაობის შედეგად მოდის მოქმედებაში. ამ ტიპის სქემაზეც, სხვების მსგავსად არ არის აუცილებელი გადაცემათა კოლოფის დაყენება, რადგან ძრავის ბრუნს ელექტრო სისტემა აკონტროლებს.
ძალიან საინტერესო ინფოა დამეთანხმებით

image upload This post has been edited by Piani Master on 20 Jan 2012, 17:44