ძრავის კომპრესორზე გავჩერდით ხოდა შევაწიოთ მასაც ერთი ორი სიტყვა. მინდა თავიდანვე გავშიფრო ერთი რაღაც, კომპრესორი და ტურბო სტრუქტურულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან მაგრამ ერთი ფუნქცია აქვთ, ეს არის აირის კომპრესია. განსხვავებით ტურბო(იგივე ტურბო კომპრესორი)სგან რომელიც ენერგიას გამონაბოლქვი აირების საშუალებით წარმოქმნის, კომპრესორი მუშაობს ძრავის ენერგიაზე. ნელ-ნელა გავშიფროთ. კომპრესორი ძრავთან დაკავშირებულია ძალიან მარტივად, პირდაპირ რემენით ან ცეპით მუხლა ლილვაზე(ძირითადად). ანუ კომპრესორი იყენებს ძრავის მაბრუნებელ მომენტს მუშაობისთვის მაშინ როდესაც ტურბო ჩარჯერის ჰაერის კომპრესორი იყენებს ძალას რომელსაც უზრუნველყოფს მასთან დაკავშირებული ტურბინა და რომელიც პირდაპირ კავშირშია გამონაბოლქვ აირებთან

ეს არის მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. მოვწევ და გავაგრძელებ

image hosting adultარსებობს ორი ტიპის კომპრესორი, დინამიური და Positive displacement, სამწუხაროდ ამის ზუსტი შესატყვისი არ ვიცი ქართულად, პირდაპირი თარგმანი უაზრობა გამოდის. თითოეული კიდევ იყოფა რამოდენიმე ნაწილად. ამ ტიპიების განხილვას ნამდვილად არ ვაპირებ იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს, თითოეული განსხვავდება სტრუქტურულად და გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ძრავებში, რამოდენიმეს კიდევ შევეხები ქვემოთ. აქვე მინდა ავღნიშნო რომ კომპრესორი დგება კარბურატორიან მანქანებზეც

, დაჟე მეტს გეტყვით, კარბურატორზე სპეციალურად გადაყავთ ძრავი რომ შემდეგ კომპრესორი მიამაგრონ. ამის მიზეზი ძალიან მარტივია. აქ საჭირო არაა ბუსტის კონტროლი და ზედმეტი დავიდარაბა, ყველაფერი მექანიკურად და ზუსტად

. ანუ კონტროლია ადვილი

კომპრესორის მთავარი მინუსი არის ის რომ ის ძრავის ენერგიის თითქმის მესამედს მოიხმარს შესაბამისად ძალიან არაეკონომიურია. მაგრამ ამასთან ერთად მას ერთი დიდი პლიუსი აქვს.. კომპრესორს ლაგი არ გააჩნია!! მისი სიმძლავრის დიაპაზონი ხშირად 1800დან 4000მდე მერყეობს. პ.ს. ერთსაც მოვწევ და ვსო

image hosting
free picture hostingზემოთ მოცემულ სურათებში ხედავთ ორ სუპერჩარჯერს, პირველს ქვია twin screw ხოლო მეორეs scroll type. ესენია ორი ყველაზე ცნობილი სტრუქტურის კომპრესორები. პირველი სქროლ ტაიპი უფრო გვხვდება და ეფექტურია ვიაბრაზნი ერთ კომპრესორიან ძრავებში. მაგალითად ამ ტიპის კომპრესორებს იყენებს მერსედესი. მეორე ტიპის კომპრესორი გვხვდება მაგალითად ყველა ბუმერისტის საყვარელ G ფაუერში. მათ შორის განსხვავება ალბათ იცით. მერსედესში ერთი კომპრესორია რომელიც შუაშია განთავსებული ხოლო ბმვ-ში 2 ცალი პარალელურად. გააჩნია ძრავის სიდიდეს და სტრუქტურას. პირველი ტიპის კომპრესორი უფრო 21ე საუკუნეში წამოვიდა და მისი მუშაობა აუცილებლად კომპიუტერით იმართება!
Positive displacement კომპრესორებში(რომელში შედის ზემოთ ნახსენები თვინ სქროლი ) კიდე განარჩევენ ორ ტიპს გარე და შიდა კომპრესიის ტიპის ჩარჯერებს. გარე-ს მინუსი ისაა რომ როდესაც ძრავი მუშაობს ბუსტის ფაზაში, შემშვებ კოკლექტორში წნევა აჭარბებს კომპრესორიდან მომავალ წვენას და ხდება უკან გადასვლა. ეს არის ძალიან არაეფექტური პროცესი და ამის გამო კომპრესორების მუშაობა დიდ ბუსტზე ხშირად არაეფექტურია.
რაც შეეხება შიდა კომპრესიას, ეს ტიპი ბევრად ეფექტურია, ამ დროს აირის კომპრესია ხდება კომპრესორში და შემდეგ წყნარად გადაეცემა ძრავს. აირის უკან გადასროლილი რაოდენობა მიზერულია. თემების წერის ნიჭით არასდროს გამოვირჩეოდი და ალბათ ცოტა არეულადაც გამომივიდა მაგრამ მგონი არსი გასაგები უნდა იყოს.. თუ კონკრეტულად რამე დაგაინტერესებთ მკითხეთ. თუ გამახსენდება კიდე რამე საინტერესო დავამატებ. ეხლა მეტი არაფერი მახსენდება. გმადლობთ ყურადღებისთვის

free image hostingპ.ს. ძაან დავიღალე აწი თქვენ წერეთ
This post has been edited by Piani Master on 10 Apr 2012, 00:21
მიმაგრებული სურათი