მოკლედ რადგან არც წინადადებებია და არც კითხვები გადავწყვიტე ბოლოს წამოწეული თემა განვავრცო. ,,ძრავების გამძლეობა'' სხვადასხვა ტუნინგ დატვირთვის პირობებში და რბოლის დროს და ა.შ. ვიცი რომ ყველას აინტერესებს ეს საკითხი, სხვადასხვა თემაშიც არა ერთხელ დასმულა მსგავსი კითხვა. მყავს ,,რაღაცა'' და იმუშავებს თუ არა 300 ცხენის ძალამდე(სიტყვაზე) სტოკი ძრავით. ასევე განვმარტავ იმასაც თუ რატომ იქცა იგივე 2ჯზ ერთ ერთ ლეგენდად ამ კრიტერიუმით.
პირველ რიგში ერთმანეთისგან უნდა გამოვყოთ ძრავის ამტანობა ცხენების მიმართ და ძრავის ამტანობა ხანგრძლივი დატვირთვის პირობებში. როდესაც ხანგრძლივ დატვირთვაზე ვსაუბრობ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წარმოვიდგინოთ მანქანა რომელიც ტრეკზე სარბენად შეიქმნა და არა 400 მეტრიანის თუ 1 კილომეტრიანი დისტანციის გასარბენად. როგორც ერთი არ ივარგებს მეორე საქმეში ისე პირიქით. სარბოლო ტრეკის მანქანების ძრავის გეომეტრია და მასალები რითიც ისაა აგებული პირველ რიგში გულისხმობს სითბოს მაღალ გამტარობას+ წონას, რისთვისაც მწარმოებლები უმეტეს წილად ალუმინს იყენებენ. ალუმინი კარგი სითბო გამტარია+მსუბუქიცაა. მაგრამ აქვს მეორე მხარეც. ალუმინი ადვილად დრეკადია და ფორსირებას ვერ იტანს ამის გამო. აქ საუბარია კონკრეტულ ზღვარზე რომელიც ალუმინისგან დამზადებულ ბლოკს თუ ძრავს ბევრად ქვემოთ აქვს ვიდრე სხვას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ალუმინისგან დამზადებული ძრავის კორპუსი გადასაგდებია. შესაძლებელია მისი ფორსირებაც მაგრამ თუ სერიოზული შედეგი გინდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბლოკს გაამაგრებ. ეს კიდე ცალკე საკითხია, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.
რაც შეეხება ძრავის გამძლეობას ტუნინგ თვალსაზრისით + ტუნინგ მითებს და ა.შ.
პირველ რიგში როცა ფორსირებას ეხება საქმე პრიორიტეტულია ძრავის ბლოკი! ზემოთ ალუმინის ბლოკები ვახსენე და კიდევ ავღნიშნავ რომ მსგავსი ბლოკები სერიოზული ფორსირებისთვის არ გამოდგება. 90იან წლებში და პრინციპში მანამდეც მწარმოებლები იყენებდნენ რკინის შენადნობს(რკინა დავარქვათ) რომელიც ძალიან გამძლეა მაგრამ ამასთანავე ძალიან მძიმეც. შესაბამისად ეს ძრავები კარგია ფორსირებისთვის მაგრამ ნაკლებად ეფექტურია ტრეკზე სარბენად. ამიტომ ტუნერები უმეტეს წილად(თუ საშუალება აქვთ) იყენებენ ზუსტად ასეთი შენადნობისგან დამზადებულ ბლოკებს. შემდეგი რაც მნიშვნელოვანია ძრავის გამძლეობაში არის ძრავის ბლოკის გეომეტრია. არსებობს ორი ტიპის ბლოკი. ესენია, ღია ბლოკი და დახურული ბლოკი. ტუნინგ თვალსაზრისით დახურული ჯობია თუმცა როგორ უნდა განასხვავოთ ერთმანეთისგან ამას ჩემთვის დავიტოვებ..

პრინციპში პოსტით არც ვიცი როგორ უნდა ავხსნა.. შესაძლებელია იყოს რკინის ღია ბლოკი ან რკინის დახურული ბლოკი. ადვილი მისახვედრია რომ ეს უკანასკნელი საუკეთესოა იმაში რაზეც ვსაუბრობთ

შემდეგ მოდის პორშინები(დგუში) და შატუნები(ბარბაცა). ეს შედარებით მარტივი საკითხია. ყველამ იცის რომ კოვანი პორშინები უფრო გამძლეა და საკმაოდ ბევრ მანქანაზე ხარხნულადაც აყენია მსგავსი ტიპის შიგნეულობა. მაგრამ მაგის გარდა არსებობს ბევრი სხვა მასალა და სხვანაირად დამზადებულიც, რომლებსაც მწარმოებლები იყენებენ ქარხნულ მანქანებში. მაგალითად პორშინები რომლებიც გამოყენებულია ძველ იმპრეზაში საკმაოდ სუსტია ამტანობით. შესაბამისად ეს სუბარუს ერთ ერთი მთავარი პრობლემაა ტუნინგის დროს. მასალა აღარ მახსოვს, თუ რამეა მერე დაგიზუსტებთ, ან ჩავამატებ პირდაპირ. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს და ტუნერების პატარა ხრიკს რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებზე(რომლებიც ღრმად არ არიან ჩახედულები) ძალიან მოქმედებს

. საუბარია ისევ და ისევ სტოკი ძრავის ცხენებისადმი გამძლეობაზე. პატარა საიდუმლოსავით არის რასაც ტუნერები როგორც წესი არ ამხელენ მაგრამ ჯანდაბას..

თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა ძრავებისა იტანს თავის ქარხნულ სიმძლავრეზე 50%-ით მეტს

. ზოგი 100%-ით მეტსაც

. ესენი გამორჩეული ძრავებია რა თქმა უნდა. წინა გვერდზე დავპოსტე კითხვის სახით.. რატომ ჩანს ტოიოტა სუPრის 500 ცხენი სტოკ ძრავზე, მაგრამ არ ჩანს 350 ბმვ 328-ის სტოკ ძრავზე./// ?სუფთა ციფრებიდან გამომდინარე

. სუPრის სტოკი ძრავი სადღაც 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს მაშინ როდესაც 328-ს 200-იც არ აქვს. შესაბამისად მათ სიმძლავრეზე 50%-ის ნამატი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან

. თუ რამტომ იტანს სუPრა დიდ სიმძლავრეს... იმიტომ იტანს რომ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რაც ზემოთ დავწერე. თან ყველას. ესაა ბლოკი და კოვანი შიგნეულობა, მაგრამ სხვაზე მეტად ჩანს იმიტომ რომ იმ სხვებზე მეტი აქვს სიმძლავრე და მეტზეა გათვლილი უკვე ქარხნულად

. 350 ცხენზე 50% უკვე 500 ცხენზე მეტია რაც რეალურად სუPრისთვის არაფერი არაა მაგრამ ტუნერები იყენებენ ამას რომ სხვას დაანახონ თავისი თავი(როგორც წესი). რეალურად სუPრა ბევრად მეტსაც უძლებს სტოკ ძრავზე, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ტუნერზეა დამოკიდებული რამდენად უსაფრთხოდ მიიყვანს ძრავს მაგ სიმძლავრემდე. მოგვიანებით გავაგრძელებ, დავიღალე )))
upload * * *
ზოგადად, რაც უფრო მარტივია მანქანა თუ მისი ძრავი, მით უფრო ფასობს ტუნინგში. ეს ეხება კუზაოსაც და ძრავსაც. თუ ძრავს ეხება საქმე საუკეთესოა L4 ტიპის ძრავი. იმიტომ რომ ყველაზე მარტივი, პატარა და ყველაზე დაბალ ბიუჯეტიანია. მაგალითად ამერიკაში ყველაზე პოპულარული ტუნინგ მანქანა თუ არ ვცდები სივიკია. იმიტომ რომ სივიკის კუზაო და ზოგადად მანქანაც ძალიან მარტივია ,,საჩალიჩოდ'', რა თქმა უნდა ძრავიც არის მაგრამ უბრალოდ კუზაოზე მოვიყვანე მაგალითი. და რაც მთავარია მსუბუქია! L4-ის შემდეგ მოდის უკვე L6. ცხენების ამტანობაში ასევე მნიშვნელობა აქვს ძრავის სტოკ კომპრესიას, დგუშის სვლის სიმაღლეს.. მაგრამ ამ ყველაფერსაც ჩემთვის დავიტოვებ თუ არ მიწყენთ)))) . ინტერესიც არაა და ზოგადად რაც დავწერე, სამოყვარულო დონეზე ეგეც საკმარისია ჩემი აზრით..
პ.ს. რა მანქანას შეარჩევთ სატუნინგოდ და რამდენ ცილინდრიანს დამოკიდებულია ბიუჯეტზე. ჩემთვის მაგალითად მთავარია რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით მივიღო სწრაფი მანქანა. შესაბამისად ვიყიდი ევოს და არა სუPრას. იმაშიც დარწმუნებული ვარ სუPრას ჩემზე 25%-ით მეტი სიმძლავრე მაინც დაჭირდება რომ გამიძალიანდეს. ეს უკვე წონა ტუნინგია(შეიძლება ყველაზე მთავარიც).. მოკლედ ფინანსებზე და მუღამზეა რა დამოკიდებული

upload pic This post has been edited by Piani Master on 31 Mar 2013, 19:34