ამერიკული მანქანები არ უყვართ საქართველოში.
იქნებ ვინმე დაინტერესდეს და მაგიტომ დავწერ
გრანდ ჩეროკი კარგი და იორღა მანქანაა, გამძლე, ამტანი და მსუბუქ OFF-ზე შესანიშნავია, პორნო ოფზე სტოკი დიდი ვერაფერი, თუ დალიფტავ და მიხედავ, ძალიან ბევრ მაგარი ე.წ. "ჯიპს" გამოიბამს.
რაც შეეხება სალონს, VK მოდელს (2005 წლიდან გამოდის) მარტლაც არ აქვს კარგი ხარისხის სალონი, განსაკუთრებით ტორპედო, საკმაოდ უხეში პლასტიკითაა გაკეთებული, წინა მოდელი სჯობია 10 თავით.
თუმცა არის მეორე საკითხიც, 3.7 ძრავის სალონი ვერაა კარგი, მაგრამ 4.7 უკეთესია და 5.7 სალონს ვერ დაუწუნებ, უბრალოდ გემოვნებას გააჩნია, ჩემთვის პრიორიტეტია რბილი ტორპედო, ორგანულად ვერ ვიტან პლასტიკს.
ძალიან ბევრი სემიძლია ვისაუბრო ჯეეპზე, მყავს და 2 წელია ვტესტავ. წვით წავსვ ქალაქში 16-20, გააჩნია ძრავის კუბატურას
ტრასაზე ყველაზე ცოტა დავაწვევინე 12.9 ლიტრი. 4.7 ძრავზე მყავს
რაც შეეხება ტუარეგს ცუდი მანქანა ნამდვილად არაა, ძმაკაცს ყავს, ზაფხულში იყიდა, მართალია ბევრს არ დადის, თუმცა გაკეთებით მხოლოდ 1 ცალი ბაბინა გააკეთა, რომელიც 120 ლარი დაჯდა, გაზი დააყენა და 10 წუთში მოეკითხა. 120 ლარად გრანდის ბაბინების მთელ კომპლექტს იყიდი
3.2 ძრავზე ყავს, მოპნიტორით, შავი ტყავით, პადუშკებზე, დადის საკმაოდ რბილად და უხმაუროდ, კარგად ღუღუნებს ძრავი, მე პირადად მსიამოვნებს მაგ მანქანის ტარება, 3.2 კვალობაზე ცუდად არ დადის. სალონის განათება აქვს ძალიან ლამაზი და სასიამოვნო, თუმცა ხარისხზე ტავს ვერც ტუარეგი დადებს, მისი სალონიც პლასტიკია, თუმცა მთლად შკოდა ოქტავიას პლასტიკი არაა გამოყენებული
წვით მოშნად წვავს, 20 ლიტრამდე 3.2 ძრავი, ხელოსნებს, რომ კითხო გეტყვიან, ერთადერთი მანქანაა, რომელიც ჩამქვრალზეც კი წვავსო

რაც შეეხება სერვისი, აქ გრანდი ყველაფრით ჯობია, აი აბსოლუტურად ყველაფრით, მიუხედავად იმისა, რომ ძმაკაცს ტუარეგი ზაფხულის მერე ყავს მხოლოდ 1 ბაბინა შეცვალა, ნუ არც აწვალებს და კვირაში სადღაც 100 კმ დადის.
ტუარეგის კარობკაში ზეთის შეცვლა 700+ ლარი ღირს, როცა გრანდში იგივეს გაკეთება ჯდება 200-250 ლარი. ნუ ნაწილების სიიაფით ყველა დამეთანხმება, რომ ამერიკული მანქანების ნაწილები იაფია, გრანდის მატორის პადუშკები ღირს 100 ფრანკლინი, ტუარეგის რა ღირს ნუ იკითხავთ.
მე გარნდს ავიღებდი, არა იმიტომ, რომ მე მყავს, უბრალოდ გაცილებით ამტანია და გაცილებით იოლი მოსავლელი, დარწმუნებული ვარ ტუარეგს ის დატვირთვა მისცე, რასაც გრანდს აძლევ, ტუარეგი მალევე გამოვა მწყობრიდან.
გამოვლობას რაც შეეხება, ტუარგს არ აქვს ცუდი გამავლობა, აწევა შეიძლება და პლუს აქვს ბევრი კარგი ფუნქცია, უბრალოდ პადუშკიან მანქანას მოფრთხილება უნდა და ტალახის საზელად არ უნდა გამოიყენო.
მეორე მეოგობარს ყავს 5.0 ტურბო დიზელი, ძალიან მაგრად დადის, მაგარი ხმაც აქვს, მაგრამ წვავს 17 ლიტრს, თან დიზელია
ეს სოფელი, ბავშვის ნიფხავს გავს ვეჟო, მასსავით დასვრილია და მოკლე @კ.გ.