პეტიცია გარემოს განადგურების დაკანონების წინააღმდეგსაქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იყო ინიცირებული და რითაც ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონში “გარემოს დაცვის შესახებ”, ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და კანონში ”სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ”.
აღნიშნული ცვლილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, შეთანხმების დადება განუსაზღვრელი ვადით, რომლის მიხედვითაც შეთანხმებით განსაზღვრულ პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ. შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება არანაირი სახის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობასთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში და ყველა მის მიერ ჩადენილი ქმედება ჩაითვლება კანონიერად. ცვლილებების მიხედვით, ასევე, დაუშვებელია პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში განხორციელებული ქმედებების შემოწმება მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და რაიმე სახის ჯარიმისა თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ.
აღნიშნული კანონპროექტის მომზადებისა და მიღების პროცესში დაირღვა “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციის (ე.წ. ორჰუსის კონვენცია) მოთხოვნები, განხორციელებული ცვლილებები კი, თავის მხრივ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს, კერძოდ, მის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებს და საერთაშორისო კონვენციებს.
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, ვაპროტესტებთ აღნიშნულ ცვლილებებს კანონმდებლობაში და მოვითხოვთ ამ არაკონსტიტუციური კანონის გაუქმებას.
პეტიციის სრული ტექსტი იხ. ბმულზე:
http://ecolawcenter.blogspot.com/2012/04/blog-post_19.htmlწყარო:
http://www.petitions24.com/garemo This post has been edited by lapsha5 on 20 Apr 2012, 22:29