იაპონურების ვიცი მე მარჯვენარულიანების, ამერიკულების და ევროპულების არ ვიცი როგორაა. იაპონური ბაზრისთვის გაცილებით დახუნძლულია ოპციებით ისე.
s არის საბაზო, მაგას არ გირჩევ. მოსიარულე კომპიუტერს როცა ყიდულობ ბარემ ბევრი "სიურპრიზები" უნდა ქონდეს ჩემი აზრით. არის s multi ც. ეს ნიშნავს რომ ჩვეულებრივ s კაზე მყიდველმა თვითონ დაამატებინა რაღაც.
არის s touring . ეს გაცილებით კარგია. არის 16 იან დისკებზე და ნისლისსაწინააღმდეგო ფარებით. ცოტათი დიდი სპოილერით.
არის G კომლექტაცია ( მე G ავიღე ) . S premium touring ზე დამატებით აქვს ტყავის რული, კრუიზკონტროლი და რაც ყველაზე მაგრად მომწონს სმარტკეი - ანუ გასაღები ჯიბეში

მაგარი რამეა. G არის 15 დისკებზე და მაგალითად ჩემსას არ მოყვა "პროტივატუმანკები" , მაგრამ ამაზონი და მისი ჯანი თუ მომინდება არაა პრობლემა 75$ ღირს ქსენონის "პროტივატუმანკები" ამაზონზე. G multia ისე ჩემი და ყოფილმა პატრონმა რა მიამატა აზრზე არ ვარ

G premium touringi ყველაზე ბლატნოი

პრასტოი G სგან განსხვავებით 16 დისკები. სპორტული ამორტიზატორები ( ჩვენ პირობებში უპირატესობაა თუ ნაკლი ვინ იცის, მაგრამ ტრასაზე დაწეპებულივით იქნება) პროტივოტუმანები და უკეთესი ვიბროიზოლაცია. პლიუს კონკრეტულ მოდელს შეიძლება ტყავიც ქონდეს და მოდური განათებაც. ბლუთუზზე, ინტელექტუალურ პარკინგზე აღარაა საუბარი და შეიძლება ქონდეს აუდიო სისტემა JBL 9 დინამიკით.
მოკლედ კონკრეტული მანქანა მანახე პმში და და ბევრს რამეს გეტყვი.
2005 წლის ნოემბრიდან გამოდის რესტაილინგი NHW20 რომელსაც მოყვება მინიმუმ 40 გიგაბაიტიანი ვინჩესტერი და გაახლებული ბორტკომპიუტერის პროგრამა , უფრო ლამაზია ცოტათი ანიმაციები , თორე ბევრი არაფერი.
გამოდის ასევე 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი S კები , მაგრამ მე G მირჩევნია მაინც.