ხარძიუროდი ვიდი აქვს იმიტომ , რომ აეროდინამიკულობაზეა აქცენტი და ფუნქციონალურობაზე, ვიდრე ვიზუალზე. ერთ-ერთი ყველაზე კარგი აეროდინამიურობის კოეფიციენტი აქვს მსოფლიოში. საერთოდ მაგ მანქანაში მთავარი აქცენტი გააკეთეს ეკონომიურობაზე. სალონის ტევადობას რაც შეეხება, დაჯექით უკან ჯერ მაგაში და შემდეგ ე კლასის მერსედესში და მიხვდებით რასაც ვამბობ. ვიბროიზოლაცია სუსტი აქვს , მაგრამ ეგ დაბალძრავიანი იაპონური მანქანების ხვედრია, თუმცა კოროლას სჯობს მაგ კუთხით.
ბატარეიების ყოველ ერთ წელიწადში ცვლა კიდე არის ძალიან დიდი მითი.
AGENT007მთავარია , მანქანა თავიდანვე არ იყიდო მომსპარი, თორე მართლა გაგაწვალებს. ზოგი ჩამოიყვანს ჩანაძირ , ან 300კ გარბენიანს და აგინებენ პრიუსს

მაგ მანქანის ერთადერთი „ბალიაჩკა“ არის, ზემოთ რაც დავწერე, ინვერტორის პომპა და ისიც შეიძლება ათი ათასზე გაფუჭდეს და შეიძლება ასი ათასზე, უბრალოდ უნდა ყურადღება, რომ გაფუჭებულით არ იარო.
მოკლედ გეტყვი პლიუს მინუსებს ჩემი გამოცდილებიდან , 2 წელზე მეტია მყავს 40 კ გავიარე.
პლიუსები:
პირველი და მთავარი პლიუსი, რათქმაუნდა ეკონომიურობა. ვასხამ რომპეტროლის ევრორეგულარს, ყველაზე იაფიანს, ეგ უწერია სხვათაშორის მონაცემებში, 95 იც ჩამისხია, მაგრამ არავითარი შეღავათი არ მიგრძვნია წვაში და რატო მეხადა ზედმეტი, ძრავი არის არაფორსირებული და დაბალ ოქტანობაზე მუშაობს. ზაფხულში ქალაქში მიწვავს 5,5 და ტრასაზე თბილისში ქუთაისიდან ჩასვლა ჩამოსვლაში მიწვავს 5 ს. სიარულის მანერა ჩვეულებრივი. რადარებს ვერიდები 110-120 იშვიათად ვაცილებ. ტრასაზე კლიმატკონტროლი საერთოდ არ გიმატებს საწვავის ხარჯს, და არც ძრავას აკლებს გაწევას, რადგან კომპრესორი ენერგიას ბატარეიებიდან იღებს აქედან გამომდინარე ყველა პლიუსით. ქალაქში მიმატებს კონდიციონერი წვას მაქსიმუმ ნახევარ ლიტრას და ისიც იმიტომ, რომ როცა სადმე ვიცდი ცოტა ხნით არ ვაქრობ და გრილად ვარ

. ზამთარში კლიმატს ვაყენებ 23 გრადუსზე და მანქანა ქალაქში უფრო ბევრს წვავს 6,5 მაქსიმუმ 7 (ქუთაისში ვცხოვრობ და რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, თბილისის პირობებში უფრო ცოტას მიწვავს, რადგან მცირე მანძილზე გადაადგილებისას ძრავი ვერ ასწრებს სიცივეში გახურებას ) , რადგან ძრავი მუშაობს დამატებით იმისთვის , რომ სალონი გაგითბოს, ამიტომ მნიშვნელოვანია კლიმატკონტროლით აკონტროლო სალონში ტემპერატურა, დააყენო აუტო ზე , რომ სალონის გათბობის შემდეგ ძრავი გაითიშოს.
ახლა გადავიდეთ ეკონომიურობის სხვა პარამეტრებზე. ზეთის ცვლა მანქანაში გიწევთ ნაკლები ინტენსივობით. მაგალითად, მერსედესზე თუ ცვლით ზეთს 8კ ზე, ამაში შეცვლით 12 კ ზე. რადგან ძრავი გარბენის 1/3 ს ისვენებს, ანუ 12კ გარბენზე, შიგაწვის ძრავს რეალურად აქვს გარბენი 8კ დაახლოებით. სასიამოვნო ბონუსია, დამეთანხმებით, მაგრამ ეს კიდევ არაა ყველაფერი
ყველა ჰიბრიდის პატრონი, ალღოს უღებს ჰიბრიდით სიარულია მანერას, რის შემთხვევაშიც ტორმუზის კალოდკებს არ ხმარობთ ფაქტიურად და ცვეთა აქვს მინიმალური, არ გაგიკვირდეთ ციფრი, ყოფილა შემთხვევები 200 კ გაუვლიათ. მე პირადად ახალი კალოდკებით დარწმუნებული ვარ გავივლი 150 კ ს. ჩემი სიარულის მანერით. ანუ რა ხდება. როცა არ ამუხრუჭებთ ექსტრემალურად და აპარებთ ტორმუზსს , მანქანის გაჩერება ხდება ელექტროძრავით და კინეტიკური ენერგია აღარ იკარგება, ინახება ბატარეიაში, რითაც ორ კურდღელს იჭერს ერთდროულად. ხო მაგარია? მე უკვე ფეხშიც კი ვგრძნობ, როდის ერთვება უშუალოდ კალოდკები, კარგი მძღოლი ჩემი აზრით თავის მანქანას უნდა გრძნობდეს

და გაჩერების დროს თუ დააკვირდებით მანქანა გამოსცემს ტროლეიბუსის მაგვარ ხმას, არ შეგეშინდეთ, პირიქით, ეს თუ არ აქვს, რაღაც პრობლემაა, მაგ დროს ხდება ზუსტად ზემოთ აღწერილი პროცესი. მე პირადად , რომ ჩამომივიდა ავაწევინე და ყველაფერი შევამოწმე უცხო მანქანაზე, კალოდკებზე მითხრა ხელოსანმა ერთი 10 მდე გაგავლებიებს და გამოცვალე, მოიმარაგეო რა, გამეღიმა

, ერთი თვის წინ მომიწია აწევა ისევ, ჩვენი მთავრობის გადამკიდე გზებს რომ არ არემონტებენ სადღაც უბედურად ჩავარტყი და ამორტიზატორი გავაფუჭე ( კიდევ ერთი დიდი პლიუსი, პერედოკი აქვს უძლიერესი, თითქმის არ ფუჭდება, ტოიოტაა რა) , ჰოდა კიდე შევამოწმე და იგივე სიტყვები მითხრა ხელოსანმა, ჯერ ივლი, მაგრამ მალე იქნება გამოსაცვლელი, გქონდეს მხედველობაშიო

საერთოდ ტოიოტას დიდი პლიუსია გამძლეობა და არც ეს მოდელია გამორჩეული.
პლიუსია ჩემი აზრით მანქანის შიდა ტევადობა, მგზავრები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს , ე კლასის მერსედესის ტევადობა აქვს თუ მეტი არა, მაგრამ აქვე გადავალ მინუსებზე, მთავარი მინუსი ჩემთვის პირადად, ვერაფრით ვერ მოვირგე საჭე და სავარძელი, ისე როგორც მერსედესის. ეტყობა იაპონელებს თავის ტანზე აქვთ მორგებული

მიყვარს მანქანის გაწოლილი მართვა, ვისაც მერსედესი უყვარს მიხვდება, ფეხი მაქსიმალურად გაშლილი და რული მოწეული მაქსიმალურად. ჩემ პრიუსში სავარძელს კი ყოფნის ადგილი საკმარისად უკან გავწიო, მაგრამ საჭეს აქვს მხოლოდ ვერტიკალური სარეგულირებელი, ჰორიზონტალურად არ მოძრაობს, ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ ჩემთვის აქტუალურია, დიდ გზაზე მღლის. სხვა მინუსში ავღნიშნავ ვიბროიზოლაციას, სუსტია როგორც სხვა იაპონური მანქანები ზოგადად, თუმცა გამოსწორებადია, შეიძლება ე.წ. „დაბუბკვა“ გარკვეული დანახარჯების გაწევის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა ტრასაზე სიჩქარეს იტანს არ იგრძნობა . თოვლში არის ძროხასავით, ვერ იბუქსავებთ, ელექტრონიკა ზღუდავს. მეტი მე მინუსი არ შემხვედრია ამ მანქანაზე
ჰიბრიდმა იცის მიჩვევა, ფსიქოლოგიურად არ გღლის, მაგალითად საცობებში რომ მოხვდები სხვებივით არ ნერვიულობ

დამერწმუნეთ ასეა, ამის მერე ვიყიდიდი კამრის ჰიბრიდს, მაგრამ იაპონიაში ვერ ვნახე ჩვეულებრივ რულიანი და მარჯვენარულიანი აღარ მინდა , ამერიკაში ნახმარ მანქანებზე კი გული არ მიმდის არაფრით, ამიტომ მერსედეს დავუბრუნდები ალბათ. საერთოდ მეტ კომპანიას მე პირადად არც ვაღიარებ, მერსედესი და ტოიოტა ...
This post has been edited by diakoni on 25 Jan 2015, 07:32