აბა 1.6 GT კლასში რო მოილაპარაკეთ და ყველა ერთნაირ სლიკებს აყენებთ, ყველაზე იაფიანს და ხელმისაწვდომს, და აღარ გიწევთ "ჩალიჩი" 800 ევროიანი მიშელინის სლიკების საშოვნელად?

))
ლეგენდა თუ 100 % ბლოკირებული იყო არც ვიცოდი, მარა კარტინგიც ეგრეა და როგორ უხვევს ეგრე მაგრა? არ გედავებით, გეკითხებით მცოდნე ხალხს
და რა ტრაგედიას ხედავთ ხალხნო იმაში რომ ყველა თავის აზრს წერს და რაღაცაზე დაობს? ჩრდილოეთ კორეა ხომ არაა ფეხზე ავდგეთ ყველა და ტაში დავუკრათ ბელადის გადაწყვეტილებას, რატომ ვერ იტანთ ამ საწინააღმდეგო აზრს? ესაა ჩვენი დემოკრატია?

საბჭოთა მენტალობაა სუფთა, რამე თუ თქვი პარტიიდან გაგრიცხავენ და დაგხვრეტენ

გამოგაცხადებენ ხალხის მტრად... ყოველთვის უნდა იყოს დავა და კამათი რეგლამენტზე, როგორც არის კიდეც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში...
ავტო სპორტი რეგულაციის გარეშე უაზრობაა, მეორეს მხრივ ყველას თანაბარ პირობებში ჩაყენებაც შეუძლებელია, მაგრამ სად უნდა გავავლოთ ხაზი, ამაზე უნდა იყოს ზუსტად განხილვა... თუ მართლა ისე მოხდა ცოტა ხანში რაღაც ცვლილებების მერე რომ აღარავინ დაინტერესდა ჩვენი აზრით, ძაან ცუდი იქნება