რომ არ ინერვიულოდ დავწერ რაც მევლუდა მელაპარაკა ეხლახანს ტელეფონზე
მოკლედ, ეხლა სპეციალურად ამ შეჯიბრისთვის მიდის რუსთავში ტრეკზე, უნდა დაათვალიეროს ტრეკი და უფროსობასთან ერთად გადაწყვიტოს კეთდება თუ არა, როგორ მე მივხვდი არ ეშვება ტრეკის შეფობას და ძალიან დიდი სურვილი აქვს მევლუდას რომ მანდ გაკეთდეს შეჯიბრი, ამოჭრილი ადგილებია ბევრი ტრეკზე და უფროსობა მაგიტომ იკავებს თავს შეჯიბრის მანდ ჩატარებაზე, როგორც მევლუდამ მითხრა 4-5 სუპერსერიოზული ნახაზი აქვს მოფიქრებული ტრეკისთვის და ერთერთს შეეცდება რომ რამენაირად მოარგოს ისე რომ თავი ავარიდოთ ამოჭრილ ასფალტს.
თუ ეს არ გამოვიდა (ღმერთმა არ ქნას

) განბაჟების ცენტრში ნახავს ის ტრაილერები სად და როგორ აყენია და თუ ჩავეტევით ტრასის კონფიგურაციას შევცვლის ისე რომ ტრაილერებს გვერდი აუაროთ

მოკლედ მემგონი კენტ ბლოკის ვიდეო იჩითება 11-ში თუ განბაჟების ცენტრში ჩატარდა შეჯიბრი, ქართული ვარიანტი

ტრაილერების პრიცეპების ქვეშ ძრომიალი და ა.შ.

აქვე მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო მამუკა (მევლუდ) მელაძეს! ენერგიას არ იშურებს რომ სასიამოვნო და საინტერესო შეჯიბრი შემოგვთავაზოს !
მევლუდ შენ გაიხარე შენ ოჯახში!