2012-04-04 13:22:03
უკრაინაში ბენზინის გაძვირების მიზეზებს ანტიმონოპოლიური სამსახური სწავლობს
Korrespondent.net-ის მასალები
თუ უკრაინის მთავრობა არაფერს გააკეთებს საწვავის ფასების სტაბილიზაციისთვის, თვის ბოლოს, ყველაზე პოპულარული, А-95-ის მარკის ბენზინის ფასმა შესაძლოა 12 გრივნას (დაახლოებით 1,5 დოლარი) გადააჭარბოს. ამის შესახებ ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხით გამოსვლისას ენერგეტიკული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი მარუნიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის არსებული ფასების გათვალისწინებით, უკრაინაში საწვავის ფასების სტაგნაციაა, თუმცა მათი შემცირებისთვის საფუძველი არ არსებობს, რადგან მომავალი თვის ბოლოს ბაზარზე უფრო მაღალ ფასად შეძენილი საწვავი შევა და, შესაბამისად, ავტოგასამართ სადგურებზე ფასები მოიმატებს.
„თუ მთავრობა იმოქმედებს, ფასი ან დასტაბილურდება ან შემცირდება,“ - განაცხადა ექსპერტმა.
მარუნიჩის აზრით, პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებული, აქციზის „მცურავი“ განაკვეთები პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა.
შეგახსენებთ: უკრაინაში ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება ფიქსირდება, რაც ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდის ფონზე ხდება. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ბენზინი მსოფლიო კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად ძვირდება.
გასულ კვირაში უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად ბენზინის ფასების ზრდის საკითხის შესწავლა დაიწყო.
წყარო:
http://www.commersant.ge/?id=8026ჩვენთან ვინ ზრუნავს?
P.ს. ზრუნავს არა ღელე...