DaNGeR_DaNGeR
⚛

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9031
წევრი No.: 119023
რეგისტრ.: 31-July 10
|
#30562837 · 5 Apr 2012, 10:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოლიგოპოლიიდან მონოპოლიამდე
საქართველოში საწვავის ბაზარზე უსამართლოდ მაღალი ფასებია. ამგვარი დასკვნის საფუძველს უამრავი ფაქტი და მათი ანალიზი იძლევა.
მიხეილ სააკაშვილი გაპრეზიდენტების შემდეგ, 2004 წლის მარტში, პრეზიდენტის რანგში, პირველად ეწვია აზერბაიჯანს და პრეზიდენტ ალიევთან დახურულ კარს მიღმა გამართა შეხვედრა.
სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ ორ პრეზიდენტს შორის გამართული საუბრის ნაწილი საწვავის მაფიასა და „შავი ოქროთი“ საკუთარი ჯიბეების გასქელებას ეხებოდა. აღნიშნული შეხვედრიდან ორ წელიწადში დაიკეტა აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი, რომელსაც ახორციელებდნენ სხვადასხვა მცირე და შედარებით დიდი ნავთობიმპორტიორი კომპანიები, ხოლო აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება გადაეცა 2006 წლის 17 აგვისტოს რეგისტირებულ შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“, რომლის 24,5%-ინი წილის მფლობელია საქართელოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი, 24,5% ეკუთვნის კომპანია „პერტო ტრანს“, ხოლო 51%-იანი წილის მფლობელია „აზერბაიჯანის რესპობლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია“.
მიმდინარე წლის ივლისში ვანო ჩხარტიშვილმა თავისი წილი 5 მილიონ დოლარად მიყიდა „პეტრო ტრანს“, ხოლო ნოემბერში „პეტრო ტრანსმა“ თავისი 49%-იანი წილიდან 24,5% 5 მილიონ დოლარად გაყიდა, ხოლო მეორე 24,5% 245 ათას დოლარად. დაარსებიდან ერთ წელიწადში კომპანია სოკარი ჩაერთო საცალო რეალიზაციის ბაზარში, რაც დიდად გასაკვირია რადგან სოკარი არის ნავთობისა და გაზის მსოფლიოში ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანია, ხოლო აზერბაიჯანში საწვავის რეალიზაციას ახორციელებს მისი შვილობილი კომპანია „აზპეტროლი“, მაგრამ რატომღაც საქართელოს საწვავის ბაზრით თავად აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარი დაინტერესდა და მას უჭირასვ საქართველოს საწვავის ბაზრის 80%. საწვავის ბაზრის მონოპოლისტად მოგვევლინა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარი, რასაც ხელი შეუწყო უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
რაც შეეხება საწვავის საცალო რეალიზაციის ბაზარს, წლების განმავლობაში ბაზარზე წარმოდგენილი იყო 6 კომპანია, „ვისოლი“, „ლუკოლი“, „სოკარი“, „ეკო“, „რომპეტროლი“ და „სენტა“. მიმდინარე წელს ბაზარზე გამოჩნდა ახალი კომპანია „გალფი“, რომელმაც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, შეიძინა „სენტა“ და „ეკო“. „გალფის“ გამოჩენაბმდე წლების განმავლობაში ლიდერობას ინარჩუნებდა კომპანია „ვისოლი“ და მას ბაზრის 35% ეკავა, ხოლო 65%–ს ინაწილებდა დანარჩენი 4 კომპანია. ბაზარზე „გალფის“ გამოჩენის შემდეგ, ისედაც საშინელი სიტუაცია, კიდევ უფრო გაუარესდა. მაგალითად, გალფის გამოჩენამდე, მსოფლიო ბაზარზე საწვავის შემცირება რამდენიმე თვეში თუ აისახებოდა ჩვენს ბაზარზე, ამჟამად შემცირების ნაცვლად ზრდიან ფასს და შემდეგ რამდენიმე თვეში ამ მომატებულით შეამცირებენ. რეალურად მსოფლიოში საწვავის ფასები როცა მცირდება, ჩვენთან უცვლელი რჩება, ხოლო როდესაც იმატებს, ჩვენთან იმ დღესვე არ დააყოვნებენ და აძვირებენ.
ასევე მოგახსენებთ, ბაზარზე არსებული ოლიგოპოლია იყო ზემოთ ნახსენებ 6 კომპანიას შორის კარტელური შეთანხმების შედეგად, რაც გამოიხატებოდა საერთო საფასო პოლიტიკით და ერთდროული ფასების მანუპულირებით, რომელსაც უმეტეს შემტხვევაში წუთებშიც ამთხვევდნენ. გალფის გამოჩენის შემდეგ, ამ მხრივაც შეიცვალა სიტუაცია და 5–10 თეთრით განასხვავეს ფასები და ყველაზე ნაკლები ფასი აქვს კომპანია გალფს, ხოლო ყველაზე მეტი კომპანია ვისოლს. რაც კიდევ ერთი ანომალიაა. ყველაზე ნაკლები ფასი, უნდა ჰქონდეს კომპანია სოკარს, რადგან სხვა დანარჩენი კომპანიები საწვავის ძირითად ნაწილს ყიდულობენ მისგან, ხოლო როგორ შეიძლება, „სოკარისგან“ ნაყიდ საწვავს, „გალფი“ ყიდდეს უფრო იაფად? ამას შეიძლება მოეძებნოს ერთადერთი ახსნა, გალფის მხრიდან მიმდინარეობს საწვავის საცალო რეალიზაციის ბაზრის მონოპოლიზება, რასაც ხელისუფლება უწყობს ხელს. ბენზინის ფასის კალკულაცია
ის, რომ საქართველოში საწვავის უსამართლოდ მაღალი ფასებია, შეგვიძლია ჩვენ მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევით დაგიდასტუროთ. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ რეგულარის ტიპის ბენზინის ფასის კალკულაციას.
თუ რა ფასად ყიდის საწვავს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ მის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანია „სოკარზე“, გასაიდუმლოებულია, მაგრამ ფაქტია, ბევრად იაფად ვიდრე ეს არის საწვავის საერთაშორი ფასები, რადგან მაგალითისთვის „ევრო 5 სტანდარტის“ საწვავთან შედარებით, რომელსაც იყენებენ ევროპის ქვეყნები, „ევრო 1-ის“ სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს აზერბაიჯანული ბენზინი, ანუ 50–ჯერ უფრო მაღალია გოგირდის შემცველობა აზერბაიჯანულ საწვავში, (ევრო 5 სტანდარტის მიხედვით გოგირდის შემცველობა არ აღემატება 10ppm-ს, ევრო 1-ის სტანდარტის მიხედვით 500ppm-ს), შესაბამისად 50-ჯერ უფრო მეტად აბინძურებს ჰაერს და აზიანებს გარემოს.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ალოგიკურია ევროპული საწვავის შესასყიდი ფასი და აზერბაიჯანული დაბალი ხარისხის საწვავის ფასი ერთნაირი იყოს, რომლის რეალიზაცია აზერბაიჯანისა და საქართველოს გარდა სხვა ქვეყანაში არ ხორციელდება, რადგან ევროკავშირის ქვეყნები 2009 წლიდან მხოლოდ ევრო 5–ის სტანდარტის საწვავს მოიხმარს. რადგან ფასის კალკულაცია გვინდა იყოს მყარად არგუმენტებული, ამიტომ შესასყიდი ფასის მაგალითად (Platts) აღებულია საერთაშორისო ფასი, რომელიც დღეის მდგომაროებით შეადგენს 880 დოლარს, რაც არის 1460 ლარი, ამას დავუმატოთ ტრანსპორტირების ღირებულება 40 ლარი, აქციზის გადასახადი 250 ლარი, ხარჯი, მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხეთვით არ აღემატება თვითღირებულების 10% – რაც არის 150 ლარი, ხოლო მოგება თვითღირებულების 5%– 75 ლარი.
ასევე ფასის კალკულაციაში გასათვალისწინებელია დღგ, ანუ ზემოთ ჩამოთვლილი თანხების ჯამის, რომელიც ტოლია 1975 ლარის, 18%, რაც არის 355 ლარი. არსებული თანხების ჯამი არის 2330 ლარი, ანუ ერთი ტონა ბენზინის სარეალიზაციო ფასი. საწვავის მოცულობა ცვალებადია ტემპერატურის მიხედვით, ამისათვის საბითუმო რალიზაცია ხორციელდება წონის მიხედვით, ხოლო უკვე ავტოგასამართი სადგურებში რეალიზაციას ახორციელებენ მოცულობის მიხედვით, ამიტომ გადავიყვანოთ ლიტრებში. 1 ტონა, ანუ 1000 კგ ბენზინი შეადგენს 1370 ლიტრ ბენზინს. 1 ლიტრის სარეალიზაციო ფასი რომ გავიგოთ, ამისათვის მიღებული 1 ტონა საწვავის ფასი 2330 ლარი გავყოთ 1370 ლარზე, რაც უდრის 1.70 ლარს. ბენზინს, რომელსაც 2,10 ლარად ყიდიან, საერთაშორისო ფასის მიხედვით უნდა ღირდეს 40 თეთრით უფრო იაფი. მოსახლეობას თითოეულ ლიტრზე ჯიბიდან აცლიან 40 თეთრს, რაც თვეში შეადგენს ათეულობით მილონ ლარს, უფრო რომ დავაზუსტოდ, საქართველოს მოსახლეობა თვეში მოიხმარს დაახლოებით 60 მილიონ ლიტრ საწვავს, ანუ ყოველთვიურად 24 მილიონი ლარით გვძარცვავენ! ევროკავშირის ქვეყნების ფასებთან შედარება
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიოში საწვავი ყველაზე ძვირი საქართველოშია (ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების გამოკლებით) თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, ევროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ ძვირი ღირს საწვავი და ჩვენთან როგორ უნდა ღირდეს უფრო ძვირი? ევროპის ქვეყნებში არსებული მაღალი ფასი გამოწვეულია მაღალი გადასახადებით, ასევე მაღალი ხელფასებით და შესაბამისად საქართველოსთან შედარებით ბევრად მეტი ხარჯი აქვთ იქ არსებულ კომპანიებს რის გამოც არის ასეთი მაღალი ფასი, მაგრამ ეს იქ მაცხოვრებლებზე მძიმე ტვირთად არ აისახება, რადგანაც ასევე მაღალი შემოსავლები გააჩნიათ და შესამაბისად მათთვის არ არის ძვირი, ასევე მათ კარგად იციან რომ ასეთი მაღალი ფასები ელიტარული კორუფციის შედეგი კიარა, მაღალი გადასახადების გამოა, რითაც აფინანსებენ სახელმწიფოს და მათ მიერ დაქირავებულ ჩინოვნიკებს.
სხვა ხარჯები რომ არ გავითვალისწინოთ და მხოლოდ აქციზიცა და დღგს გადასახადი გამოვაკლოთ სარეალიზაციო ფასს, მაინც საკმაო სხვაობას მივიღებთ, რაც ასევე ადასტურებს საქართველოში არსებულ უსამართლოდ მაღალ ფასსს, კარტელურ შეთანხმებას და ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიას. ასევე ადასტურებს ხელისუფლების დანაშაულს, რომელიც გამოიხატება დანაშაულის დაფარვაში, რადგან კარტელური შეთანხმება არის სისხლის სამართლის დანაშაული და გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 195–ე მუხლში.
ავიღოთ „პრემიუმის“ ფასი, საქართველოში და სხვა ქვეყნებში გამოვაკლოთ აქციზისა და დღგ–ის გადასახადი, რის შედეგადაც ნათელი გახდება რომ ჩვენთან მართლაც ყველაზე ძვირი ღირს საწვავი. მაგალითისთვის პრემიუმის სარეალიზაციო ფასს, რომელიც შეადგენს 2.25 ლარს, რომელსაც დღგ 18% და აქციზიც გადასახადი 250 ლარი რომ გამოვაკლოთ, მივიღებთ 1,66 ლარს, გერმანიაში ასევე პრემიუმის სარეალიზაციო ფასია 3,46 ლარის ექვივალენტი, ხოლო აქციზისა და დღგ–ის გადასახადის გამოკლებით, რომელიც ფასის 61%–ს შეადგენს 1,35 ლარს, ანუ ჩვენთან გერმანიასთან შედარებით 31 თეთრით უფრო ძვირი ღირს საწვავი. ფინეთში სარეალიზაციო ფასი 3.48 ლარია ხოლო აქციზის და დღგ–ის გარეშე, 1,36 ლარი, შვედეთში 3,44 ლარი სარეალიზაციო, ხოლო ასევე აქციზის და დღგ–ის გარეშე 1,31 ლარი, დიდ ბრიტანეთში 3,58 ლარი და 1,43 ლარი, საფრანგეთში 3,56 ლარი და 1,42 ლარი, იტალიაში 3,57 ლარი და 1,43 ლარი, ბელგია 3,54 ლარი და 1,45 ლარი, პოლონეთი 2,75 ლარი და 1,24 ლარი.
ანუ, საქართველოში გერმანიასთან შედარებით მხოლოდ აქციზისა და დღგ–ის გადასახადის გათვალისწინებით 31 თეთრით ძვირი ღირს, ფინეთთან შედარებით 30 თეთრით ძვირი, შვედეთთან 35 თეთრით, დიდ ბრიტანეთთან 23 თეთრით, საფრანგეთთან 24 თეთრით, იტალიასთან 23 თეთრით, ბელგიასთან 21 თეთრი, პოლონეთთან 42 თეთრით ძვირი. ცნობისთვის, ევრობაში აზებაიჯანული დაბალი ხარისხის საწვავის რალიზება არ ხდება, რომელსაც აგრეთვე დაბალი ფასი აქვს.
|