მადლობა კრიტიკისთვის და იმათ ვინც მხარს გვიჭერს.
მინდა GT Performance-ის სახელით ვთქვა, რაც არაერთხელ გვითქვამს:
ჩვენ ვაღიარებთ გიორგი გელაშვილის პროფესიონალიზმს და პატივს ვცემთ.
ჩვენი მიზანი არ არის კონკურენცია. ჩვენ უბრალოდ გვინდა გავაკეთოთ ავტომობილები, მემგონი ცხენის ძალა არავისთვის დაგვიკლია და მომატება ცუდი არ უნდა იყოს.
გადავიკითხე პოსტები და შევეცადე ანალიზის გაკეთება. როგორც მივხვდი, კიტიკის საფუძველი არის 2 საგანი:
1) ცოტას შრომობენ (copy paste)
2) ყველაზე სწრაფი მანქანა მილზე
1) კი პრაშივკა საქართველოში არ იწერება და ეს თავიდანვე ნათქვამი და ყველგან წერია. ვერ ვხვდები რატომ უნდა იყოს ეს უარყოფითი მხარე, ის რომ ჩვენი მომწოდებლები არ არიან საქართველოში არ ქმნის პრობლემას იმისა რომ ავიღოთ log-ები და მათ საფუძველზე გავაკეთოთ MAP-ები, რომლებიც ინდივიდუალურად არიან მოქილი. ხარისხიანი MAP-ის საქმე ძალიან რთულია, რომელიც საქართველოში სულ რამოდენიმე ადამიანს გამოსდის, ამიტომ ვარჩიეთ რომ ეს საქმე გამოცდილ და პროფესიონალ ხალხისთვის მიგვენდო, მიუხედავად იმისა რომ ეს მომსახურება ძალიან ძვირი გივჯდება.
როდესაც ბრალს გვდებთ "ცოტა შრომაში" გთხოვთ მხოლოდ "კაბელის შერჭობა" არ გაითვალისწინოთ, ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ Stage II და III პროექტებს, რომლებზეც საკმაო დრო და რესურსები იხარჯება.
2) როცა დავწერე ავღნიშნე რომ არანაირი ფაქტებით არ არის ეს ჩემი განცხადება დამტკიცებული და არის ჩემი სუბიექტური აზრი, ალბათ როგორც GT Performance-ის წარმომადგენელმა თავი უნდა შევიკავო ჩემი სუბიექტური აზრების გამოქვეყნებაში

მსგავსი აგრესიის რეალური საფუძველი ვერ დავინახე. არავის ვაძალებთ გააკეთონ მანქანა ჩვენთან, და არავიზე ვამბობთ არაფერ ცუდს,
მადლობა გაგებისთვის.