1 ვარიანტია რომ ამოვირჩიოთ 1 ბრენდი და იმასთან არ ჩავასხათ არავინ და თან სტიკერებითაც და სხვა ათასი გზით (სოც მედია, პრესა და ა.შ) გავაბაზროთ რომ არავინ არ ჩაასხას იქ (მაგალითად ვისოლი)
ასევე გავარკვიოთ მაგ კომპანიის კორპორატიული მომხმარებლების ვინაობა და დავარწმუნოთ ისინი, რომ არ ღირს მაგათთან ურთიერთობა (უხარისხო საწვავი, ჩასხმაში ტყუილი და ა.შ.)
მივიღებთ რას: კომპანიის გაყიდვები იმდენად დაეცემა, რომ ხარჯებს ვერ დაფარავს და წავა - ში, ამის შემდეგ იძულებული იქნება ან კარტელიდან გამოვიდეს, ან გაკოტრებულად გამოაცხადოს თავი (ამ შემთხვევაში გალფი იყიდის

)
რათქმაუნდა შედეგი 2-3 დღეში არ იქნება, მაგრამ კარგად დაგეგმილი და აგორებული კამპანია შედეგს გამოიღებს რამდენიმე თვეში.
P.S. სტიკერები იქნება დასაბეჭდი ფლაერებთან ერთად. ფლაერზე ახსნილი იქნება პროტესტის მიზეზი და მიზანი, ხოლო სტიკერი უკანა საქარე მინაზე გასაკრავად, რათა ყველამ გაიგოს მაქსიმალურად პროტესტის შესახებ.
რაც ზემოთ დავწერე საკმაოდ რეალურია, კარგი დაგეგმვა (ორგანიზატორი
Beka_ke ) და ცოტა ფინანსები (ავაგროვოთ) ჭირდება.
მაგრამ გამოჩნდება ხალხი (გრუზინი!) რომელიც:
1) დაწერს (იტყვის) ჩემი მანქანა მხოლოდ ვისოლის (პირობითად) ბენზინზე დადის კარგად და ვერ შეველევი და ა.შ.
2) დაიწყებს ლაპარაკს, რომ მაინც არაფერი ეშველება და აზრი არ აქვს არაფერს
3) ერთი კაცით მეტი-ნაკლები არაფერს შეცვლისო და დაიკიდებს
4) ეგეთ სტიკერს როგორ გააკრავს მანქანაზე? გაუტყდება
5) ღლეზე კიდია რა ეღირება ბენზინი (რაც არ უნდა ღირდეს გადაიხდის; ან გაზზე ყავს და კიდია)
6) შეეშინდება პროტესტის გამოხატვის
აი ასეთი ხალხი არის 80%, თუ მეტი არა, ამიტომ ერთად დგომა თუ არ იქნება, მარტო 10 კაცის ყვირილით საქმე არ გაკეთდება.
რაც შეეხება მანქანის გაჩერებას, ეგ წარმოუდგენელია, ვინაიდან ძალიან ბევრი ტაქსია, რომლებსაც ოჯახი მშიერი დარჩება, ასევე ძალიან ბევრი სამსახურის მანქანებია და ასევე დაქირავებული პირები, რომლებიც საკუთარი მანქანით შოულობენ ფულს, ამას დაუმატეთ სატრანსპორტო საშუალებები... მოკლედ ეს არ გამოვა