ჩემის აზრით მთავარია ადამიანი თავიდან როგორი მიდგომით ისწავლის ტარებას
მე მამაჩემმა მასწავლა ტარება ბავშვობაში და რომ მიხსნიდა რაღაცეებს და სულ მასწავლიდა არ მომწონდა
მეთქი ვიცი ტარება. მარა მაინც არ მეშვებოდა. რა როდის, როგორ, ვის უნდა დაუთმო გზა და რატომ. აღმართზე როგორ უნდა ახვიდე და როგორ ჩამოხვიდე
მუხრუჭი როგორ უნდა იხმარო კონკრეტულ მომენტებში. ისიც კი მასწავლა თუ ტორმუზს რომ გაესხა მანქანა როგორ გამეჩერებინა. თან ამ ყველაფერს მაკეთებინებდა კიდევაც ლაივში
მერე ცოტა რომ გავიზარდე და რაღაც მივხვდი მაგ ყველაფერს არსს და რეალურად რაც მასწავლა ყველაფერი გამომადგა პრაქტიკაში
რაღაცეები ჩემით დავამუღამე. რამე თუ არ გამომდიოდა ვაანალიზებდი და ვცდიობდი ჩავწვდომოდი არსს და გამეკეთებინა სწორად
ძალიან ბევრი ნიუანსი სხვადასხვა ადამიანებისგან ვისწავლე.
მე მაინც ვთვლი რომ თავიდან ტარება არ უნდა ისწავლოს ადამიანმა მხოლოდ პრავის აღების მიზნით
და კიდევ ჩემი ნება რომ იყოს ძალიან გავართულებდი პრავის გამოცდებს
პლუს ჩავამატებდი სველ ასფალტზე წვიმაში მანქანის დამორჩილების ტესტს როგორც ფინეთში ბარდება
და კიდევ ქალაქში 20 წუთიან მოძრაობის ტესტს პრავის ასაღებად
This post has been edited by tsula7 on 14 Mar 2012, 10:48