donmixo777ზრის სპეციალური ზეთები გაზზე მომუშავე ძრავისთვის....
* * *
სანამ წაიკითხავთ შევთანხმდეთ იმაზე რომ, გაზის აპარატურას მანქანაში ამონტაჟებენ 3 შემთხვევაში:
1. როცა არ აქვს საწვავის ფული.
2. როცა აქვს საწვავის ფული მაგრამ ენანება ბრნზინის ყიდვა.
3. აზრზე არარის რასაკეთებს უბრალოდ გაუგია რომ „ეკონომიურია“.
დავიწყოთ იმით თუ რასაკეთებს ზეთი ძრავში: ყველაზე ცოტა 5 რამ ევალება ზეთს ძრავში:
1. შეზეთვა
2. მაღალ ტემპერატურაზე სტრუქტურის შენარჩუნება რაც თავისთავად წნევას უზრუნველყოფს
3. სითბოს გადანაწილება
4. ტემპერატურის რეგულირება
5. საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი გაზების, ნადების, ქიმიური მძიმე ელემენტების განეიტრალება და გარეთ გამოტანა
ეს ბოლო იყოფა 2 კატეგორიად, ბენზინის და დიზელის ზეთებად... ესარის მნიშვნელოვანი ამ თემაში.
ბენზინის და დიზელის ზეთი ერთმანეთისგან განსხვავდება მინარევებით, ბენზინის წვის შედეგად წარმოქმნილი ქიმიური ელემენტები გაცილებით რთული და მძიმეა ვიდრე დიზელის წვის დროს და ასევე მუშა ტემპერატურა სხვადასხვაა, ამიტომ მის გასანეიტრალებლად არსებობს სპეციალურად ბენზინზე მომუშავე ძრავისთვის ბენზინის ზეთი და დიზელისთვის კი არსებობს სპეციალური ზეთი რომელიც ანეიტრალებს დიზელის გამონაბოლქვს, ამათი ერთმანეთში არევა არშეიძლება მარტივი მიზეზი გამო.. ბენზინის ზეთი ვერ უზრუნველყოფს დიზელის გამონაბოლქვის განეიტრალებას და პირიქით. არსებობს ასევე უნივერსალი ზეთები რომლებიც ორივეში გამოიყენება.. ეს ძირითადად G4 და G5 კატეგორიის ზეთებია რომელიც თავისთავად ძვირი ღირს რადგა მათი დამუშავების მეთოდია სხვადასხვა.
ასევე არსებობს ზეთები რომელიც გათვლილია მაღალი დაშვების ძრავებზე (ტურბო/კომპრესორებზე) შესაბამისად ზეთი სხვა მინარევებით არის გამდიდრებული და შესაბამისად ძვირიც ღირს.
გაზი ბენზინისგან განსხვავებით არის აირადი ნივთიერება, წვის რეჟიმი და ტემპერატურა აქვს არაერთგვაროვანი, იწვის მაღალ არასტაბილურ ტემპერატურაზე, აქვს აფსოლუტურად განსხვავებული გამონაბოლქვი თუმცა გაცილებით ეკოლოგიურად სუფთა ვიდრე ბენზინის და დიზელის შემთხვევაში.
როდესაც იწვის გაზი ტემპერატურა და გამონაბოლქვი იწვევს ძრავის დეტალებზე ლაქისებურ ნადებს და შესაბამისად ზეთი ვეღარ უზრუნველყოფს ზემოთ ჩამოთვლილ ფუქნციებს, ამას ემატება ისიც რომ გაზის გამონაბოლქვი სტრუქტურას უკარგავს ბენზინის ზეთს და მალე იწვევს მის „დაქვეითებას“ ასევე „კოლიცოები“ ვერ იკავებს გაზს და ხდება დაუმუშავებელი, „ნედლი“ გაზის არევა ზეთში რაც თავისთავად მოქმედებს ზეთის სტრუქტურაზე. ყველაზე კარგ შემთხვევაში გაზზე მუშაობის დროს ზეთი უნდა შეიცვალოს ძრავშე იმის ნახევარზე ვიდრე ბენზინის შემთხვევაში იცვლება.
გაზს აქვე უეცარი ტემპერატურული ცვალებადობა და დიდი გადახრა ბენზინთან შედარებით, ასევე აქვს მაღალი ოქტანური რიცხვი ვიდრე ბენზინს მაგრამ ამავედროს ნაკლებად ენერგეტიკულია ვიდრე ბენზინი ამიტომ რაოდენობრივად მეტი უნდა შევიდეს გაზი წვის კამერაში რომ მივიღოთ მიახლოვებული ეფექტი მაინც, ეს ყველაფერი არის არასტაბილურობის გარანტი და „დურალუმინისგან“ დამზადებულ ძრავებზე ეს მოქმედებს მითუმეტეს თხელკედლიანის შემთხვევაში.
იმაზე არაფერს ვამბობ 60-70 კილოგრამიანი ავზი რომ უნდა ათრიო ყოველდღე და მეტიც ზოგ შემთხვევაში და მის დასამაგრებლად, სისტემის გასაყვანად რამდნეიმე ნახვრეტიც საჭიროა მანქანის ძარაზე.
არსებობს დიზელის ძრავზე დამოტაჟების ვერსიაც, რადგან გაზი ვერ აალდება შეკუმშვის შედეგად როგორც დიზელი ამიტომ საჭიროა ამფეთქის დამონტაჟება და გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს დიზელის ძრავზე ვიდრე ბენზინის ძრავზე.
ეხლა ვიდაოთ სადამდეც გინდათ!!!
WATER:
http://mercedesclub.ge/index.php?option=co...=28997&catid=13donmixo777სვეჩებზე არაფერი გითხრეს?
This post has been edited by rezo_ozer on 22 Mar 2012, 16:58