სს “პრივანტბანკს”
დირექტორითა საბჭოს თავმჯდომარეს ბოგდან ლესიუკს
დირექტორითა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე ჩოჩიას
დირექტორითა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ზურაბ მასურაშვილს
დირექტორითა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ოლეგ პაშკოს
თეიმურაზ ქორიძე
პირადი # 01024030461
მის.: მესხიშვილის 5ა, თბილისი
ტელ.: 5 55 59 16 33; 2 18 38 48
tkoridze@gmail.com
2010 წლის 13 დეკემბერს ბანკთან გავაფორმე საკრედიტო ხელშეკრულება ავტომობილის შესაძენად (ხელშეკრულების # თGშBE00000256). ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ბანკის სესხით შეძენილი ავტომობილი უნდა იყოს დაზღვეული.
შეძენისთანავე, ავტომობილი დავაზღვიე შპს “სადაზღვეო კაომპანია ტაო”-ში (საიდენტიფიკაციო კოდი: 202408386). დაზღვევის ხელშეკრულება მოქმედების ვადა იყო ერთი წელი, რის შემდეგაც ითვლებოდა შეწყვეტილად, ავტომატური განახლების გარეშე (დაზღვევის ხელშეკრულების პუნქტები 3.2. და 11.4.).
დაზღვევის ვადის გასვლამდე ბანკსაც და სადაზღვეო კომპანიასაც მივმართე წერილობით და შევატყობინე, რომ გადაწყვეტილი მქონდა დაზღვევის პირობების გაუმჯობესება და ავტომობილის სხვა სადაზღვეო კომპანიაში დაზღვევა. ბანკისაგან მოვითხოვე იმ აუცილებელი პირობების მითითება, რაც უნდა გამეთვალისწინებინა ახალი სადაზღვეო ხელშეკრულების დადებისას (წერილები # ---------------- # -----------) არავითარი პასუხი ან შეტყობინება არც წერილობითი და არც ზეპირი ბაბკისგან არ მიმიღია.
ვინაიდან სადაზღვეო კომპანიის შეცვლის გამო ბანკს რაიმე პირობები არ წამოუყენებია, ავტომობილი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დავაზღვიე სხვა სადაზღვეო კომპანიაში.
სესხის თანხის წინსწრებით გადახდის მიზნით, რამდენიმე კვირის წინ მივმართე ბანკს და ვითხოვე ინფორმაცია სრული დავალიანების შესახებ და აღმოვაჩინე, რომ 2012 წლის იანვრის თვეში ჩემი საკრედიტო ლიმიტი გაზრდილა 212 აშშ დოლარით და აღნიშნული თანხა გადარიცხულა შპს “სადაზღვეო კომპანია ტაოს” ანგარიშზე, ჩემი კუთვნილი ავტომობილი დაზღვევის საფასურის გადასახდელად, რომელიც იმ დროისათვის, ბანკთან შეთანხმებით, დაზღვეული იყო სხვა სადაზღვეო კომპანიაში.
ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.5. პუნქტის თანახმად, ბანკს უფლება აქვს გაზარდოს საკრედიტო ლიმიტი და მოახდინოს ანგარიშწორება მზღვეველთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მე არ ვიხდი სადაზღვეო პრემიას.
შპს “სადაზღვეო კომპანია ტაო” ჩემი კუთვნილი ავტომობილის მზღვევლს არ წარმოადგენდა ჯერ კიდევ 2011 წლიდან. შესაბამისად, ბანკმა ჩემი ანგარიშიდან, ჩემი სახელით, ჩემთვის ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, ჩემი კუთვნილი თანხა გადაურიცხა იმ კომპანიას, რომელთანაც მე არავითარი სამართლებრივი კავშირი არ გამაჩნდა.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არც ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება და არც დაზღვევის ხელშეკრულება არ მავალდებულებდა ავტომობილის დაზღვევას რომელიმე კონკრეტულ სადაზღვეო კომპანიაში. შესაბამისად, “სადაზღვეო კომპანია ტაოსთან” ხელშეკრულების გაგრძელების ან განახლების ვალდებულება არ მეკისრებოდა, რითიც ვისარგებლე და ავტომობილი კანონისა და ხელშეკრულების მოთხოვნათა სრული დაცვით დავაზღვიე სხვა სადაზღვეო კომპანიაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ბანკმა ჩემი საკრედიტო ლიმიტი გაზარდა და ჩემი ანგარიშიდან თანხა გადარიცხა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, იმ კომპანიაში, რომელთანაც მე დაზღვევის ხელშეკრულება არ მქონდა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ხსენებული გარემოებები და ჩემს სახელზე გაცემულ სესხს გამოაკლოთ თქვენს მიერ უკანონოდ დარიცხული 212 აშშ დოლარი.
თუკი მიგაჩნიათ, რომ ბანკმა სამართლებრივი პირობების დაცვით გაზარდა საკრედიტო ლიმიტი და თანხა კანონიერად გადარიცხა კომპანიაში რომელის წინაშეც არც დავალიანება მქონია და არც რაიმე კავშირი, გთხოვთ, შეძლებისადგვარად მოკლე ვადაში მაცნობოთ თქვენი განმარტება.
თქვენი პასუხის 2012 წლის 1 აპრილამდე მიუღებლობის, ან საკრედიტო ლიმიტის შემცირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამოვიყენებ ჩემთვის კანონით მონიჭებულ უფლებამოსილებას და დავის გადასაწვეტად მივმართავ სასამართლოს.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. საკრედიტო ხელშეკრულების ასლი;
3. ავტომობილის დაზღვევის ხელშეკრულების ასლი;
4. სადაზღვევო პოლისის ასლი (ტაო);
5. სადაზღვევო პოლისის ასლი (BCI);
6. ბანკში და სადაზღვეო კომპანიაში გაგზავნილი წერილების ასლები.
პატივიცემით,
თეიმურაზ ქორიძე
* * *
ხარონიაბა რას იტყვი, ამაყობ ჩემით
This post has been edited by Temch on 22 Mar 2012, 12:59