თუ არ გინდა ნუ გამოხვალ, დაჭერას რაც შეეხება, არ დაარღვიო წესრიგი და არავინ არ დაგიჭერს და აქციაზე პასუხისმგებელი პირი მე ვარ, დაჭერა თუა მე დამიჭერენ. ქვების სროლას თუარ დაიწყებ თით უმიზეზოდ არავინ არ დაგაკარებს და მე თუ დამიჭირეს ეგეც არაუშავს, გავძელბ როგორმე

პროტესტს არ მოყვება შედეგი? ბაზარი არაა, ხვალ რო გამოვალთ ზეგ ფასს დააკლებენთქო მაგას არ ვამბობ, მაგრამ, ჩვენ დავაფიქსიროთ ცხვერბი რომ არ ვართ, რომ ვაპროტესტებთ და აზრზე რომ ვართ მონოპოლიური მდგომარეობის შესახებ, დალშე მე მივხედავ, საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩავრებს, ელჩებს გადავუგზავნი ჩემს კვლევებს, ბრიფინგებს გავმართავ და ა.შ.
ამდენი რამე არ მეზარება და 1 დღე აქციაზე მოსვლა გავიჭირვოთ როგორმე ყველამ, მეც არ მაქვს ბენზინის ფული, მაგრამ როგორმე ვიჭირვებ მაგ 10 ლარს და ჩავასხამ ბენზინს. კიარ მეხალისება ამდენს რო ვიბრძი, უბრალოდ ღირსების და პრინციპის საკითხად მექცა უკვე და ბოლომდე მივიყვან დაწყებულ საქმეს.
თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ 1 თეთრი მატერიალური სარგებელი არ მაქვს ამ საქმიდან ნანახი, 2010 წლიდან მოყოლებული ყველაფერს ვაკეთებ ენთუზიაზმით და საკუთარი ფინანსებით, ასეც გაგრძელდება. არც გავიყიდები და არც ხალხს არ ვუღალატებ.