1) პორშეზე სწრაფი გუშინ იქ მანქანა არ ყოფილა! ფაქტი ფაქტია... მიუხედავად იმისა, რომ მძღოლს მეტი გამოცდილება სჭირდება და აშკარად ვერ სტარტავდა მაინც ყველას გაასწრო და დამსახურებული პირველი ადგილი აიღო.
2) E55 K-ს ვერცერთი იქ მყოფი M3 რომ ვერ გაასწრებდა ეს ფაქტია... არ არის უბრალოდ ერთი და იგივე კლასის მანქანები. თუ M3 მძღოლებს საპირისპიროდ "მაინც" გჯერად ეს უკვე თქვენი პრობლემაა...
ვერცხლისფერმა რომ გაასწრო პირველი ზაეზდი პორშეს ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ E55 K პორშეზე სწრაფი იყო, არამედ პორშეს მძღოლის გამოუცდელობას. სხვათოშის თემომ, E55 K პატრონმა თვითონ თქვა რომ პორშესთან შანსი არ ჰქონდა...
ზოგ-ზოგიერთებს კი ისე ვატყობ "იმედები" აქვთ რომ M3-თ მათზე 10 თავით ცხოველ E55 K-ს გაასწრებენ.
3) ვაღიარებ რომ თუნდაც სულავა ან ნოდარა გაცილებით გამოცდილი მძღოლები ხართ და ამის ხარჯზე ზოგი ზაეზდი მოიგეთ... მაგრამ გიო არ იფიქრო რომ მეორეზე თუ გადი იმას ნიშნავს რომ თემოს E55 K-ს აჯობე და მასზე სწრაფი იყავი, ან ნოდო არც შენ იფიქრო რომ შავი E55 K "გამოაგდე".... დაგეყენებიათ დროები და არ იქნებოდა არც ფოლსტარტი და არც "უკეთესი მძღოლი"... გამოჩნდებოდა მანქანას რისი უკანალიც აქვს.
4) 2,5 ტურბოზე გელაშვილი რომ მჯდარიყო გაცილებით უკეთ წარმოაჩენდა თავს დარწმუნებული ვარ... მაგ მანქანის რეალური შესაძლებლობები ვერ ვნახეთ, რაც სამწუხაროა.
5) BCG - ასეთ ტრასაზე ასეთი "ცუდი" ორგანიზირება არ გეპატიებათ... სალაპარაკო რომ არ ყოფილიყო რა გახდა ერთი ვიდეოაპარატიანი ან მობილურიანი კაცი რომ სტარტის ვიდეო დაეფიქსირებინა... ეს ვერ მოიფიქრეთ?
ნუ დროებზე არაფერს ვიტყვი... პოლნი პრავალ და უსუსური თავი მართლებები არ გვინდა - კაბელი და მაბელი...
დრო უნდა ყოფილიყო!!!
მე ლიჩნად ამის გამო ჩამოვედი რუსთავში და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი... მაინტერესებდა არა მარტო პორშეს ანდ GTR-ის დროები, არამედ E55 K-ს, M3, გელაშვილის მონსტრის და ბაიკისიც კი...
6) M5-ბი სად იყვნენ?