ეეემ, ჩემ თავს უფლებას მივცემ და თქვენს კამათში ჩავერევი, ოჯახში მყავს პაჯერო პინინ 2.0 GDI, კომპლექტაცია Pininfarina, 18იანი ბორბლები სტანდარტულ კომპლექტაციაში, ექსკლუზიური ფერი და ასე შემდეგ.
ჰო და, გარბენმა უკვე გადააცილა 210000 კმ.ს და ძრავი მშვენივრად მუშაობს, არც ზედმეტი ხმა აქვს რამის (დგი-სთვის დამახასიათებელი მოდიზელო ხმა თუ არ ჩავთვალეთ).
და კიდევ, GDI რას ნიშნავს იცით? იმას, რასაც ახლა მსოფლიოში ყველა ავტო მწარმოებელი აკეთებს ძრავზე Gasoline Direct Injection, საწვავის უშუალო შეფრქვევა, რიომლის აღჭურვით რამოდენიმე წლის წინ უამრავი კომპანია ამაყობდა, მიტსუბიში კი იყო ამ საქმეში პიონერი, თუ მეხსიერება არ მრალატობს, თავიდან ევროპაშიც კი არ უნდოდათ ამ ძრავების გაყვანა, ვინაიდან ევროპულ საწვავსაც იწუნებდნენ ხარისხის მხრივ

GDIს, ისევე როგორც ნებისმიერ ძრავს სათანადო მოვლა უნდა და მაშინ არ გექნებათ პრობლემა

მესმის რომ ოფფტოპიკია, გთხოვთ მაპატიოთ
This post has been edited by daToxa on 2 May 2012, 17:59
The day I've bought my GTI was the day I became alive.
Good drivers have dead flies on the side windows(c)Walter Röhrl