კი ჯიგარო ეგრეა, GPI-ს მეპატრონე ვარ და წილი შემომდის ყოველი გადაგდებული კლიენტისგან
მეც ვაპირებ ავტომობილის დაზღვევას და რამოდენიმე თვეა უკვე სადაზღვეო ბაზრის პირობებს ვსწავლობ და ძალიან დეტალურად გავერკვიე ყველაფერში.
ჰოდა თუ იურისტი ხარ და კანონმდებლობაშიც კარგად ერკვევი მაშინ გეცოდინება, კანონმდებლობის გარდა შეიძლება ხელშეკრულებაც გავალებდეს რაიმეს შესრულებას ან არშესრულებას ჰოდა მოდი ჯერ ეგ ხელშეკრულება გვანახე და მერე გავაგრძელოთ მსჯელობა.
აგერ ამონარიდი ერთ-ერთი სადაზღვეოს ხელშეკრულებიდან:
2.16. უხეში გაუფრთხილებელი ბრალი – მოიცავს ავარიას შემდეგ პირობებში:
(ა) შემობრუნება უწყვეტ ხაზზე;
(ბ) დაშვებულზე 20 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება, თუ შეჯახება მოხდა დაზღვეული ა/მ-ით, ან 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოსახვევში შესვლა („ვერშესვლა“);
(გ) მკვეთრი დამუხრუჭება (გარდა ავარიის თავიდან აცილების მიზნით), თუ შეჯახება მოხდა დაზღვეული ა/მ-ით;
(დ) გასწრება: (1) მოსახვევში; (2) უწყვეტი ხაზის გადაკვეთით და საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლზე გადასვლით;
(ე) შუქნიშნის წითელი შუქის დაუმორჩილებლობა ან გზაჯვარედინზე პრიორიტეტულობის დაუცველობა.
3.2. სადაზღვევო შემთხვევად არ ითვლება და სტანდარტულ გამონაკლისად მიიჩნევა შემთხვევა (ზარალი), რომელიც:
3.2.8. დადგა უ/მძღოლის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალით ;
ისიც მითხარი რაში გამოიხატა ჩემი ზღაპრული ფილოსოფია და ვის დაბოლებას ვცდილობ აქ?
This post has been edited by Anonymous User on 23 Apr 2012, 17:44