VOKSWAGEN CLUB GEORGIA წარმოგიდგენთ 27 მაისს, წყვილთა რბოლა, პირველად, რუსთავის ახლადგახსნლ ავტოდრომზე.
27 მაისს, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის (იგივე ავტოდრომის) ტერიტორიაზე საქართველოს VW-ის კლუბის და ლუდსახარში „ზედაზენის“ ორგანიზებით ტარდება წყვილთა რბოლა, მოყვარულ ავტოსპორტსმენებს შორის. ლუდასხარში „ზედაზენის“ თასის გათამაშება რომელსაც ყოველწლიური ხასიათი ექნება. ჩვენი სპონსორები და პარტნიორები არიან:







შეჯიბრი გაიმართება 4 (ოთხ) კლასში, FWD – RWD – AWD – ABSOLUT .
FWD – RWD – AWD კლასებში კრძალულია Track days and Competition და Extreme Performance (სლიკები, პოლუსლიკები) საბურავები, შეგიძლიათ ამ საიტით იხელმძღვანელოთ
http://www.tyrereviews.co.uk/Tyre/ . არ დაიშვება ავტოსპორტისთვის განკუთვნილი და მომზადებული ავტომობილები, ასევე არ დაიშვებიან პროფესიონალი ავტომრბოლელები. პროფესიონალებში იგულისხმებიან ის პირები როლებც დღესდღეობით ფლობენ ლიცენზიებს, აღნიშნულის დადგენა ხდება ყველა ლიცენზიის გამცემი ორგანიზაციიდან გამოთხოვნილი სიების მიხედვით.
ABSOLUT კლასში დაიშვებიან პროფრსიონალი ავტომრბოლელები, ასევე ყველა ის მოყვარული ვისაც სურვილი ექნება, ამ კლასში დაშვებულია ყველანაირი საბურავი და ყველანაირი ავტომობილი.
1 მანქანით შეიძლება გამოვიდეს 2 ადამიანი. 2 ავტომობილით ერთი მონაწილე არ დაიშვება.
სასტარტო შენატანი ყველა კლსში არის 40 ლარი, თუ ერთ მონაწილეს სურვილი აქვს გამოვიდეს 2 კლასში (თავის კლასში და აბსოლუტში) იხდის 2 კლასის სასტარტო შენატანს.
რეგისტრაცია იწარმოებს 24, 25, 26 მაისს საღამოს 5(17:00) საათიდან 8 (20:00) საათამდე, დიღომიში ასტრა პარკის წინ მოედანზე, კვირას შეჯიბრის დღეს არავთარ შემთხვევაში არ იქნება რეგისტრაცია, გამონაკლისია მხოლოდ რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეებისათვის, ისიც იმ შემთხვევაში თუ მონაწილე ტელეფონით წინასწარ გაივლის რეგისტრაციას.
შეჯიბრზე ჩაფხუტის (შლემის, კასკის, როგორიც არ უნდა იყოს, გინდა მოთხილამურის გინდა ველოსიპედისტის არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თავი იყოს დაცული) გარეშე შეჯიბრზე ვერ გმოვა ვერავინ (ადგილზე იქნება რამოდენიმე შლმი და ვისაც არ აქვს და ვერ შოულობს, იმათმა პადშლემნიკებზე იზრუნეთ).
ყველა მონაწილე ვალდებულია ავტომობილზე დაიკრას ორგანიზატორების მიერ მოწოდებული სპონსორის სტიკერები მხოლოდ უკანა გვერდითა და უკანა საქარე მინებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სასტარტო შენატანი გასამმაგდება და ასეთი მონაწილე დაიკრავს მხოლოდ სარბოლო ნომერს.
ყველა კლასში საპრიზო ფონდი იქნება:
1 ადგილი - 150 ლიტრი ბენზინი (გალფის პრემიუმი) +1 ყუთი ლუდი ზედაზენი + 50 ლარანი ვაუჩერი ხორცპროდუქტების საწარმო „ვაკე“-ს პროდუქციაზე.
2 ადგილი - 100 ლიტრი ბენზინი (გალფის პრემიუმი) +1 ყუთი ლუდი ზედაზენი + 50 ლარანი ვაუჩერი ხორცპროდუქტების საწარმო „ვაკე“-ს პროდუქციაზე.
3 ადგილი - 50 ლიტრი ბენზინი (გალფის პრემიუმი) +1 ყუთი ლუდი ზედაზენი + 50 ლარანი ვაუჩერი ხორცპროდუქტების საწარმო „ვაკე“-ს პროდუქციაზე.
ღონისძიებაზე 1 კაცის შემოსვლის ფასი - 5 ლარი (შედის პარკინგი) ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ადგილზე შეჯიბრის დღეს.
შეჯიბრში მონაწილე და 1 დამხმარე ადამიანი არ იხდის შემოსვლის 5 GEL-ს...
დანარჩენი დაწვრილებითი ინფორმაცია და შეჯიბრის რეგლამენტი, ტრასის ნახაზთან ერთად გამოქვეყნდება რამოდენიმე დღეში.
მინდა ყველას ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ამ ღონისძიებაზე იქნება დამოკიდებული ამ სახეობის (წყვილთა რბოლის, პარნის) ბედი, უნდა იყოს მაყურებელი იმდენი რომ ტრეკის ხელმძღვანელობამ დაინახოს რომ არსებობს ინტერესი და ამ სახეობას ჰავს მაყურებელი, ეს არის სატეტსო ვარიანტი თუ ამაში დავარწმუნებთ ამ ადამიანებს მაშინ სამომავლოდ მოეწყობა ინფრასტრუქტურა ამისათვის თუ არა და დავემშვიდობოთ... ნელა-ნელა მოკვდება ასე ჩვენთვის საყვარელი სახეობა.
ყველანაირი გონივრული წინადადება მისაღები იქნება ყველასგან, ოღონდ თხოვნა მაქვს რომ გამოვთქვათ საკუთარი აზრი ჩამოყალიბებულად. იდეები შეგიძლიათ გამოთქვათ ამ თემაში.
წყვილთა რბოლადამატებითი ინფო:
5 77 13 44 11 დავით სეფაშვილი
5 95 20 88 33 ალექსანდრე ბიგანაშვილი ( რეგისტრაცია რეგიონიდან ჩამომსვლელთათვის)
This post has been edited by Gio707 on 25 May 2012, 22:01