მეგობრებო,
მოგესალმებით და მაქვს შეკითხვა, მინდა შედარებით კომპეტენტური პასუხი "აუ ეგ ბანძია"-ს მინიმალური რაოდენობით

მოკლედ, ამჟამად მყავს IO 4 კარიანი, 1.8 ძრავით. ჩემი პირველი მანქანაა და ძალიან მიყვარს

მაგრამ დგება დრო, როცა უნდა გავყიდო და ვიყიდო რამე ახალი. არჩევანი ალბათ უნდა გავაკეთო 2003-2004-იან Forester-სა და Grand Vitara-ს შორის (არა XL, ჩვეულებრივი). IO-ზე მიღებული გამოცდილების და სიარულის შემდეგ, ჩემი მოთხოვნები მომდევნო ავტომობილის მიმართ, არის შემდეგი:
1. გამავლობა: არანაკლები ვიდრე აქვს IO-ს. ოფროუდერი არ ვარ, მაგრამ სად ამოვყოფ თავს ჩემი სპონტანურობის გადამკიდე, კაცმა არ იცის. აქამდე იოს არსად არ დავუტოვებივარ, ჩავურთავდი ხიდებს და ტყიდანაც გამოვსულვარ, თოვლიდანაც ამოვმძვრალვარ და ტალახიდანაც. ერთადერთი ჩემი იოს ძრავი ცოტა იჭაჭებოდა და პატარა იყო.
2. მეტი კომფორტი, ვიდრე აქვს IO-ს. ჩემს მანქანას იაპონელმა პატრონმა Rally Art-ის მაყუჩი დაუყენა და გაზს ცოტა თუ დაადგი ისეთი ხმა აქვს, ცხონებული აირტონ სენა საფლავში ბრუნავს

ზოგადადაც დიდი კომფორტით არ გამოირჩევა. ცოტა მეტი კომფორტი და სიჩუმე მინდა.
3. შეძლებისდაგვარად ნაკლები წვა. არსებულ სიტუაციაში 11-დან 12 ლიტრამდე ვწვავ საშუალოდ. სავარაუდოდ ფორიკაც და გრანდვიტარაც მეტს დაწვავენ, მაგრამ 15 ლიტრი არ მაწყობს, 13-ის ფარგლებში რო ვიტრიალო არ იქნება ურიგო.
4. გამძლეობა: ჩემი იყო ძალიან გამძლე აღმოჩნდა ჩემს ხელში. თუ რამე პრობლემა ქონდა, ძირითადად ჩემს გამო, თუმცა GDI-მ იჩინა თავი და სანამ გავარკვიე და გამოვასწორე ბევრი ვიწვალე. ამიტომ მინდა რო მომდევნო მანქანას ზეინტელექტუალური სისტემები, რომლის გარტყმაშიც არაა აქ არავინ, ნაკლებად ქონდეს და იაფიანი ბენზინითაც ბედნიერი იყოს. ეხლა EFX-ის გარდა სხვა ბენზინი თუ გავაკარე ჩემს მანქანას, ეგრევე ეტყობა.
5. ექსპლუატაციაში მეტ-ნაკლებად იაფი, ნაწილები რო იშოვებოდეს და ხელოსნები აზრზე იყვნენ. ისევ და ისევ GDI-ს გადამკიდე, აქ ცოტა ჭირდა, სანამ ბენზინის მაღალი წნევის ფილტრის გაწმენდამდე მივიდოდი ინტერნეტში ქექვით, კინაღამ GDI ბლოკი მაყიდინეს

6. ნაკლებად კაპრიზული: ხო არი რო ზოგ მანქანას ის აქვს სუსტი, ზოგს ეს, (ისევ იოს თუ დავუბრუნდებით, GDI + ზეთი სულ უნდა აკონტროლო) ჰოდა აი ეგ საკითხი რო მარტივად იყოს და ნაკლები სუსტი წერტილები ქონდეს.
მოკლედ ეგაა რაც მაინტერესებს, თუ ამ ორი ვარიანტის გარდა სხვა იდეებიც გაქვთ, მომაწოდეთ, მივიღებ. წინასწარ მადლობა