QISAეგ მანქანა გაიყიდა 1 წლის წინ, ნომრებიც ჩაბარდა სააგენტოს, ისემც უქნიათ მილიარდი დაუწერიათ საურავი

მაინც გმადლობ ინფოსთვის
niniabiniaსუბარუზე გადაჯექი? მერსედესს როგორ უღალატე ადამიანო?

577 75 77 04 გია ქვია, ელიავაზე კონტეინერების რიგი იკითხე. უთხარი სანდროს ახლობელი/მეგობარი/ნათესავი ვარ თქო და სავარაუდოდ გაჩუქებს.

და ზოგადად რამე ნაწილი თუ დაგჭირდება კარგ ფასებში გამოგატანს ყველაფერს.
ისე როგორ ხარ?
oligarx4მოვედი და ეხლა მოგწერ ყველაფერს თავისი ფოტოებით.

დავიწყოთ პალიროვკით, რადგან ეგ გაინტერესებდა.

NANOX-ის ფირმის პალიროვკა, ავსებს ნაკაწრებს და სხვადასხვა პატარა დეფექტებს, აღადგენს საღებავის პირვანდელ სახეს. თუ ლაკი ამძვრალია არ გამოიყენო, გაათეთრებს ულაკო მონაკვეთს.
თავიდან შეანჭყრევ ცოტას და დაასხამ ამ ღრუბელზე შუაში ცოტას და მოკეცავ ისე, რომ განაწილდეს მთელ ღრუბელზე.
წაუსვამ რაღაც მონაკვეთზე, მაგალითად საბარგულზე, ეცადე მანქანა არ იდგეს მზეში და არ იყოს გახურებული. კარზე ან სტოიკაზე წასმის დროს კარი გამოაღე რომ კარის იზოლაციურ რეზინასაც არ წაესვას, თორემ თეთრად დაემჩნევა უშნოდ და თბილის წყლით მოგიწევს აცლა. აუცილებლად ახალ გარეცხილზე უნდა გააკეთო რომ არ დაკაწრო მანქანა. წასმიდან 2-3 წუთის შემდეგ მიადგები ამ ტილოთი და წრიული მოძრაობებით გააპრიალებ კარგად. აპრიალე იქამდე, სანამ ყვლეგან კარგად არ ააცლი სითხეს:

შემდეგ უკვე როცა მთელ მანქანას დაასრულებ, მიადგები ვოსკით, რომელიც აძლევს მანქანას ბლესკს და დამცა ფენას მზისგან, წვიმისგან, მტვრისგან და სხვადასხვა გარემო პირობებისგან:

ვოსკის წასმაც ზუსტად იგივე პრინციპით ხდება.
ერთი ღრუბელი გამოიყენე ერთი მაზისთვის, მეორე მეორისთვის. ტილოებიც ასე. არ იყიდო ცალკე ტილო და ღრუბლები, თუ არ მოყვება, საერთოდ შეეშვი და სხვა მოძებნე, ისეთი რომ მოყვეს.
ბორბლების გასაშავებლად ერთერთი საუკეთესო საშუალება:

მანოლის ფირმის ფრანგული ქაფი, მიასხამ საბურავზე და დაელოდები რომ ზედ შეაშრეს. პროტექტორზე არ გადაასხა, თორემ ციგასავით იქნება მანქანა.
რაც მთავარია არაა წებოვანი და მტვერს არ მიიკრობს. თუ მონაკვეთებში ვერ გააშავე, იქ გაუსვი ღრუბლით.
საბურავების გასაშავებლად კიდევ უკეთესი საშუალება:

მოყვება თავისი ღრუბელი, თვითონ ეს ქიმიური საშუალება ჟელეა, დაასხამ ღრუბელზე, მოჭმუჭნი ცოტას და წაუსვამ საბურავს. პროტექტორზე არც ეს გადაუსვა.
დისკების ქიმწმენდა:

მშრალ დისკს (სასურველია მოხსნილს, ყველგან რომ მიუდგე) მიასხამ კარგად ყველგან და ჯაგრისით დახეხავ და მერე კერხერით გადარეცხავ. აბიომსაც მიცემს და ააცლის ყველა ლაქას, მიიღებს პირვანდელ სახეს, თუ დაზიანება არ აქვს რათქმაუნდა.
ეს დიდი არაფერია, თუ სურვილი გაქვს, ზედა განყოფილება რაცაა, მაგ რაოდენობას ასხამ დვორნიკების ბაჩოკში და ქაფიანი წყალი ამოვა ხოლმე მინაზე რომ მიასხამ და კარგად გაგიწმენდს საქარე მინას.

იტალიური წარმოების PLAK-ის ფირმის ტორპედოს და პლასტმასის (მხოლოდ და მხოლოდ) სხვადასხვა ნაწილების საწმენდი:

შემდგომში იცავს მზისგან დახეთქვისგან, მტვერს ნაკლებად იკარებს და აქვს არომატი, ანუ სასიამოვნო სუნს აყენებს მანქანაში. გარეცხვის მერე იხმარ და რაღაც პერიოდი უბრალოდ მშრალი ტილო გადაუსვი და ისევ დაიბრუნებს ბრწყინვალებას.
მინების საწმენი:

კარგად აპრიალებს მინას, შიგნიდანაც და გარედანაც გამოიყენება. შემდგომში იცავს წვიმისგან, წვეთი დაცემა და ვემოთ ჩამოსრიალება ერთი იქნება. გარდა ამისა იცავს დვორნიკების რეზინებს დაზიანებისგან, მინაზე ბევრად რბილად სრიალებენ.
ძალიან ძლიერი და ეფექტური ხსნარი:

გამოიყენება პლასტმასზე, ნაჭერზე და დაჟე კაელებს თავზეც ასხამენ გამტარობის აღსადგენად ხოლმე. შეგიძლია გააკეთო სალონის ქიმწმენდა. ეს ფლაკონი არის 1 ლიტრის მოცულობის და იხნება 8 ლიტრ წყალში. თუ პატარა მონაკვეთის გაწმენდა გინდა, მაშინ არ უნდა წყალში გახსნა. ამოყავს ნებისმიერი ლაქა, ღვინო, საღებავი, სისხლი, შოკოლადი, ხაჭაპური, ტუფლის მაზი, კროსვორდები. ა არა ეს სხვა ტექსტია

თვალსაჩინოებისთვის მაგალითსაც გაჩვენებ ჩემს ძველ მანქანაზე.
გამოყენებამდე:

შემდეგ:

ტყავის სალონისთვის:

TURTLE-ს ფირმის ტყავის საწმენი, აძლევს ბლესკს, აპრიალებს და ამოყავს ჭუჭყი ნაკერებიდან. მომავალში იცავს დახეთქვისგან და დაზიანებისგან.
PLAK-ზე, მინების საწმენდზე, ტყავის საწმენდზე და ქიმწმენდის საშუალებაზე გამოიყენება ტილო მიკროფიბრა:


რეზინების დასაცავად:

გამოიყენება რეზინებზე, რომლებიც მოთავსებულია კარებსა და ძარას შორის, საბარგულსა და ძარას შორის და ასე შემდეგ. უბრალოდ შორიდან მიასხამ და მორჩა. აღადგენს პირვანდელ ფერს, აძლევს ცოტა სინესტეს, როგორც ახალს აქვს. ზამთარში იცავს დახეთქვისგან და კარის მიყინვისგან, ზაფხულში წებოვნება-დნობისგან. ტილო არ ჭირდება, მხოლოდ უნდა მიასხა და მორჩა.
და ბოლოს, სურვილის მიხედვით:

სალონის არომატიზატორი, აყენებს კარგ სუნს სალონში. გუდვილის საბურთალოს ფილიალში, მანქანის მოვლის საშუალებებში იყიდება, ზუსტად ასეთს საქართველოში ვერ იშოვი, მაგრამ არანაკლებია აქაც. თუნუქის ქილაში მოთავსებული ჟელეა, პლასტმასის თავს მოხსნი, მოხდი შემდეგ თუნუქის ხუფს და დაუყენებ ისევ პლასტმასს. ჟელეს ხელით არ შეეხო, კანის სენსიტიზაციას იწვევს. მოყვება 2მაგი სკოჩი რომ სადმე დააწებო. თუ დამიჯერებ იყიდე ჟელე სახელწოდებით passion, საუკეთესო არომატია. 7.5 ლარი ღირს.
დამატყდა ხელები

)))