ზოგ ძრავში ე.წ. რასპრედვალი (ანუ ლილვი რომლის მოძრაობაც უზრუნველყოფს, სარქველების ანუ ე.წ. კლაპნების რიტმულ და დროულ გაღება დაკეტვას) ბრუნავს რეზინის კბილანა ღვედი საშუალებით, ზოგ ძრავში კი ჟაჭვის, ე.წ. ცეპის საშუალებით.
შესაბამისად მიხვდები, რომელიცა ცეპიანი და რომელი რემნიანი.
ცეპიანს ის უპრატესობა აქვს რემნიანთან, რომ ფაქტიურად არ წყდება. ხოლო რემნის გაწყვეტა უმეტესი ძრავებსი შემთხვევაში კლაპნების დაღუნვას და ძრავის სერიუოზულ დაზიანებას იწვევს.
ანუ დროზე თუ არ გამოცვალე რემენი თავისი დამჭიმებით და ა.შ. რაღაც მომენტში გაწყდება და ძღავს ერხევა. ასეთი რამე ცეპიანს ნაკლებად ემუქრება.
მაგრამ რემნიანის უპირატესობა ისაა, რომ შედარებით უხმაუროდ მუშაობს და პერიოდულ დაჭიმვა, შეკეთებას არ საჭიროებს. ანუ ჯამში უფრო სტაბილურად მუშაობს (ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა).
აქედან გამომდინარე თუ მძღოლი ყურადღებიანია და დროულად გამოუცვლის რემენს (50 000 კილომეტრში ერთხელ), ცალსახად ეს ჯობია ცეპიან ძრავს.
თუ მძღოლი სკლეროტიკია ან უდარდელი, ჯობია ცეპიანი მანქანა ჰყავდეს ...