ქვეყანა სადაც დრაგზე მსაჯი, ორგანიზატორი, გადამღები ჯგუფი და ტაიმერიც მოსყიდულია

სომხებმა შარშანდელ სეზონზე შემოიღეს ტაიმერი 402 მეტრზე დროის გასაზომად, რომელიც მუშაობს შუქნიშანზე მწვანე ნათურის ანთებიდან და არა სენსორის გადაკვეთიდან. სამაგიეროდ სენსორი დააყენეს რომ ფალსტარტი დაეფიქსირებინათ თუ ვინმე მწვანეს ანთებამდე დაიძვრება

ასეთ ტაიმერზე სანამ დაიძვრები კაი შემთხვევაში 0.6 0.7 წამს კარგავ თუ მეტს არა.
შარშანდელ სეზონზე ჩვენმა პროექტმა E30 Turbo (რომელმაც გაჯი წაიღო რუსთავში წვიმაში ჩატერებული დრაგიდან) არაერთხელ აჩვენა სომხეთში საუკეთესო დრო.
11.3 - 11.4 წამი (გაითვალისწინეთ რომ 0.7-1.5 წამს კარგავს ადგილზე) რა თქმა უნდა არცერთხელ ფალსტარტის ნათურა არ ანთებულა იმიტომ რომ დროულად იძვრებოდა მანქანა მაგრამ ჰოი საოცრებავ რატომღაც მსაჯებმა გადაწყვიტეს რომ წამზომის შეცდომა იყო და არ ჩაუთვალეს დრო. იგივე მოხდა მეორე გავლაზეც, მესამეზეც მეოთხეზეც და მეხუთედ როდესაც 12.5 აჩვენა რა თქმა უნდა ეგ დრო ჩათვალეს. ასე დაიწყეს სეზონი და ყოველ შეჯიბრზე ერთი და იგივე მეორდებოდა.
ყველაზე საინტერესო ის არის რომ, დაწესებული იყო სპონსორის მიერ ჯილდო 250$ ოდენობით იმ მანქანისთვის რომელიც X6M-ის რეკორდულ მაჩვენებელს მოხსნიდა 12.4
ჯადოსნური ხერხებით წაგებულ X6M-ს გამეორების საშუალება ეძლეოდა ყოველ შეჯიბრზე და პირველ 4 ზაეზდს "გასახურებელს" ეძახდნენ... მეტოქეს (ამ შემთხვევაში ჩვენ პროექტს) დროს არ უთვლიდნენ სანამ 12.4-ზე მაღალს არ აჩვენებდა... ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც არაერთხელ გახდა პირველი ადგილის მფლობელი RWD Absolute-ში და AWD აბსოლუტში მეორე ადგილს ვერ ასცდა, ვიდეო ჩანაწერსაც გადაცემებში დაჯილდოვების ცერემონიალს ყველა კლასს და მონაწილეს აჩვენებდნენ ჩვენი პროექტის გარდა, თითქოს იქ არც ყოფილა, შესაბამისად არც ის ჩანაწერები არსებობს სადაც დაბალ 11-ებში დადის მანქანა და მხოლოდ ის ფრაგმენტებია სადაც 12+13 დადის.
საბოლოო ჯამში გაირკვა რომ შეჯიბრის სპონსორი სწორად ის X6M-ია რომელსაც ეკუთვნის "რეკორდი" და მას უძლეველის წოდებაც მიანიჭეს 2013 წლის სეზონის დახურვაზე

))
პროსტა რა კროჭობაა