Razzielარა არავითარი ვიდეო არ გადამიღია....
მაშ ასე,
როდესაც ისმის კითხვა, რა დაჯდება მსგავსი პროექტი და რა შედეგს მივიღებ?
აგერ არის ცოცხალი მაგალითი და შემიძლია ფაქტებით დავასაბუთო ყველაფერი.
იყო სტანდარტი E46 323 170HP 245NM სიმძლავრით.
სტანდარტულ ძრავზე (ძრავის გაუხსნელად) ტურბინის და სხვა დეტალების დაყენების შედეგად რომ დავთვალე დანახარჯი მივედი 2500$-მდე
ხოლო შედეგად მივიღე 277HP საბურავზე და 350NM რაც 300 ცხენზე მეტია ძრავზე.
აქედან დასკვნა 2500$-ად იღებ კაცი სულ რაღაც 130+ ცხენით მეტს თანაც 2.5 ძრავიდან ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე.
რა თქმა უნდა ეს ბიუჯეტი არ ეყოფათ იმათ ვისაც 400 და 500 ცხენი უნდათ თუნდაც თეორიულად რომ ქონდეთ.
მაგრამ ამავდროულად შეიძლება ვინმე უფრო იაფადაც გამოვიდეს თუ სახლში ან მეგობრის გარაჟში ეგულება საჭირო დეტალები

სატარებლად მინდა გითხრათ მაგარი მხიარული და ცოცხალი ტრანსპორტია და რაც მთავარია ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში ძრავი ისევ ისე განაგრძობს ცხოვრებას როგორც მანამდე (თუ წესიერი პატრონი ყავს და მათრახის რტყმით არ ამოხდის სულს)
ასე რომ მგონი კარგი ინვესტიციაა როდესაც მანქანას ყიდულობ 4-5000$-ად ახარჯავ 2-3000$-ს და M3-სნაირ მძლავრ მანქანას იღებ თან ტურბინიანს რომელსაც M-ისგან განსხვავებით საკმაოდ იოლად აქვს განვითარების პერსპექტივა და სიმძლავრის მომატების საშუალება.
მადლობა ყველას.

This post has been edited by Gelashvili on 25 Jul 2012, 01:06