ამ ავტომობილს ყველა ელოდა მაგრამ ასეთს ნამდვილად არა....

რამდენიმე დღის წინ VOLVO–მ ახალი S60R -ის პირველი ფოტოები წარმოადგინა. მაშინ არაფერი თქმულა მანქანის ძრავის შესახებ. მაგრამ ვრცელდებოდა ინფორმაცია , რომ საშუალო კლასის ავტომობილის "მხურვალე" ვერსია 3.0 ლიტრიან 400 ცხენისძალიან ძრავას მიიღებდა. პრინციპში არც ეს იყო ცოტა მაგრამ ის რაც "ვოლვოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს , ნამდვილად ყველა ავტომოყვარულს და განსაკუთრებით VOLVO–ს ფანებს აღაფრთოვანებს.

VOLVO–ს განცხადებით ავტომობილი 3.0 ლიტრიან R6 ძრავას მიიღებს, რომელიც 508(!) ცხენის ძალას გამოიმუშავებს და S60R-ს 100 კმ/სთ–მდე 3.9(!) წამში ააჩქარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 300(!) კმ/სთ–ს უახლოვდება. ასეთი მონაცემებით ავტომობილი იქნება არამარტო ყველაზე სწრაფი "ვოლვო", არამედ ყველაზე სწრაფი ავტომობილი თავის კლასში. თავად განსაჯეთ ამ კლასში ერთ–ერთი საუკეთესოს ახალი M3-ს სიმძლავრე 450 ცხენის ძალაა და 100 კმ/სთ–ს 4.5 წამში ავითარებს. ავტომობილი შვედურმა ინჟინირინგულმა კომპანია Polestar–მა შექმნა.
რა თქმა უნდა ცვლილებები მარტო ძრავაში არაა .S60R სტანდარტულ სედანისგან აეროდინამიკური პაკეტით, გაძლიერებული მუხრუჭებით და ახალი გამოსაბოლქვი სისტემით გამოირჩევა.გარდა ამისა ის ჩვეულბრივ S60–ზე უფრო ფართოცაა.
თუმცა სამწუხაროდ შვედური ავტომწარმოებლის წარმომადგენლებს არ უთქვამთ, ჩაეშვება თუ არა ავტომობილი სერიულ წარმოებაში.
ახლა ალბათ ყველაზე მთავარია , რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არ დარჩეს და ექსტრემალურმა სედანმა დღის შუქი იხილოს. მაშინ დანამდვილებით შეგვეძლება ვთქვათ, რომ BMW M3–სა და Mercedes C63 AMG-ს შევიწროება მოუწევთ.

წყარო:
http://news.drive.ge * * *

