ჩამოვედი ჩემი მანქანის დაგაზვის შემდეგ პირველი გრძელი რეისიდან
შედეგი ასეთია: 76 ლარი 800 კმ-ზე
1-ლი ზაპრავკა 16 ლარი - გივიას დუქანთან
მე-2 - ხაშური 10 ლარი - გამა-გაზის ზაპრავკა
მე-3 - 10 ლარი - ქუთაისის გასასვლელში (ძველი ზაპრავკა)
მე-4 - 10 ლარი - ზუგდიდი და ჩავედი წალენჯიხაში, იქ ცოტა ვიარე და
მე-5 - 10 ლარი - ისევ ზუგდიდი
მე-6 - 10 ლარი - ზესტაფონი-ვისოლი
მე-7 - 10 ლარი - ხაშური (გამა-გაზი)
ვინაიდან პირველად ვიყავი ამ მიმართულებით გაზიანი მანქანით და ზუსტად არ ვიცოდი სად იყო და სად არა ზაპრავკები, ამიტომაც ვტენიდი ყოველი 2 ნათურის ჩაქრობის შემდეგ... დიდად არ შევწუხებულვარ არსად, ამასთან მე ზაპრავოჩნი მაქვს ბენზინის ბაკის კრიშკასთან და ზემოთჩამოთვლილ ზაპრავკებზე არსად პრობლემა არ მქონია დატენვაზე, (რომელიღაცა წერდა აქ რომ გავწვალდიო)... თბილისის გარდა ყოველ დატენილ 10 ლარზე მგონი თითო ლარი ამახიეს, ასეთი შტაბეჭდილება დამრჩა რატომღაც...

თითქმის მთელი გზა ვიარე კონდენციონერით, გაზგაყრილი, ანუ ძალიან აგრესიული აბგონებით, ისეთი გაწევა აქვს მანქანას გაზზე რომ აბგონზე გასვლა ერთი სიამოვნებაა...

წვის შედეგებით მე უკმაყოფილო არა ვარ