დამშვიდდით, დაწყნარდით მეგობრებო

ბუგატმა კვლავ დააწყნარა ბუნებაში გამოწვეული არეულ-დარეულობა და კაცობრიობაში კვლავ სიმშვიდემ და სიწყნარემ დაისადგურა. ერი ხარობს და ზეიმობს. დიდი თუ პატარა ბედნიერია და სახეზე ღიმილი დასთამაშებს. როგორც იქნა აღსდგა ფიზიკის კანონები და პლანეტამ კვლავ მზის ირგვლივ განაგრძო ბრუნვა.
უფრო კონკრეტულად კი ვეირონი კვლავ იბრუნებს პრესტიჟისა და სიმდიდრის ყველანაირ ტიტულს რადგან მსოფლიოში ახალი რეკორდი დაამყარა.
მაშ ასე წარმოგიდგენდ რეკორდების სიას:
მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახელის მქონე მანქანა ბუგატი აღმოჩნდა: Veyron 16.4 Grand Sport Vitesse World Record Edition
რათქმაუნდა თუ ყველაზე გრძელი სახელი არ გაქ, პრესტიჟზე საუბარიც ზედმეტია :|
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი Roadster (ან თუ გნებავთ convertible უწოდეთ) გახდა: Veyron 16.4 Grand Sport Vitesse World Record Edition რომელმაც განავითარა 408.84 km/h! (254.04 mph)
მისი ფასია 1,990,000 euro ან $2.61 million dollars
თავად ბუგატის პრეზიდენტი ამბობს როდესაც Vitesse გამოვუშვით 375 კმ/სთ იყო ზღვარი რომლის ზემოთაც არც გვიფიქრია წასვლაო მაგრამ ფაქტია 408.84 კმ/სთ დავდეთო.
თავად პილოტი ამბობს რომ ასეთ მაღალ სიჩქარეზეც კი სალონში იგრნობოდა სრული კომფორტი და სრული სტაბილურობა. გადახდილი სახურავით ქარის ნაკადი სალონში ხელს საერთოდ არ მიშლიდაო.
პ.ს. რა ჯობია როცა 400-ით მიდიხარ და ცალი ხელით ჩაის სვავ, მეორეთი ტელეფონზე ლაპარაკობ, ამ დროს გვერდით ორსული ცოლი გიზის და წიგნს კითხულობს რადგან წარმოდგენაც არააქ და ვერ გრძნობს რამდენით მიდის სუპერქარი, ასეთ მაღალ სიჩქარეზეც კი ძალიან სტაბილური და კომფორტულია.
აქვე დავსძენ რომ
ბუგატი უწყება 1600 ცხენისძალიან მონსტრს ვამზადებ ვენომის რეკორდის მოსახსნელადო. ავტომწარმოებელი გვპირდება ეს წელი იქნება ახალი ერა რეკორდების ცვენაშიო

ბუგატი გვპირდება მალე რეკორდების მონოპოლი ვიქნებიო

რა მაღალი ხარისხის მატერიალებია გამოყენებული, როგორი სოლიდურია, როგორი საღებავია, მართლა ტეხავს უბრალოდ ეს რომ არ დავინახოთ.


ჩინელი პილოტია







სახურავი