გამარჯობათ. ერთი შეკითხვა მაქვს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე მართვის მოწმობის თეორიულ კურსში მარეგულირებლის სიგნალების შესახებ წერია შემდეგი:
"როცა მარეგულირებელს ხელები განზე აქვს გაშვერილი ან ჩამოშვებული, მარეგულირებლის მკერდისა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის მოძრაობა აკრძალულია."

"ტერმინებში და განმარტებებში" კი, რომელიც გადმოვწერე აქედან:
http://www.bin.ge/dl/44522/avtoskola-1111.doc.html (ამ თემაში დევს ეგ ლინკი, მე-19 ნაწილში პირველ გვერდზე), წერია შემდეგი:

ანუ, სააგენტოს საიტზე წერია, რომ ქვეითებს ეკრძალებათ მარეგულირებლის მკერდისა და ზურგის მხრიდან გზაზე გადასვლა, როცა მარეგულირებელს ხელები განზე აქვს გაშვერილი. ხოლო თქვენი განმარტებების თანახმად კი - ქვეითებს უფლება აქვთ გადავიდნენ გზაზე მარეგულირებლის მკერდისა და ზურგის მხრიდან, როცა მარეგულირებელს ხელები განზე აქვს გაშვერილი.
გამაგებინეთ, რომელია მართალი.
გმადლობთ.
* * *
ასევე უზუსტობაა სიჩქარეების შემთხვევაშიც. სააგენტოს ვებგვერდზე წერია, რომ ავტომაგისტრალზე 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვთ მსუბუქ და სატვირტო ავტომობილებს, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3,5 ტონას, ანუ 110 კმ/სთ სიჩქარით შეუძლიათ იმოძრაონ იმ სატვირთოებმაც, რომელთა ნებადართული მასა 3,5 ტონაა.
თქვენს განმარტებებში კი წერია, რომ ავტომაგისტრალზე 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა შეუძლიათ მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ნებადართული მასა 3,5 ტონაზე ნაკლებია.

თუ შეიძლება დააზუსტეთ, რომელი წყაროა მართალი.