PlLTVEგამოდიხარ wheeli-ზე ???...................................
* * *
ექსტრიმ პროგრამა მოიცავს 3 დღიან გასართობ და სპორტულ ღონისძიებებს კერძოთ
1 დღე :ვიკრიბებით დილის 8:00 საათზე სასტუმრო რადისონთან 9:00 ვიძვრებით ბათუმის მიმართულებით გზად ვჩერდებით რამოდენიმეჯერ საწვავის ავზის გასავსებათ და დასასვენებლათ. სამტრედიაში ვჩერდებით 2 საათით და ვატარებტ პატარა შეჯიბრს შოუს ელემენტებით რის შემდეგაც დავიძვრებით ბათუმისკენ გაუჩერებლად. ბათუმში ჩასვლისას მსურველები წავლენ სასტუმროში ან ჩვენთან ერთად კარვების ქალაქში ,სადაც დაგვხვდება 400-მდე უცხოელი ბაიკერი და ოფროუდერი.დაინთება კოცონი და მოეწყობა პატარა გასართობი თამაშები,რის შემდეგაც შეგიძლიათ დაიძინოთ

2 დღე: დილის 10 საათზე ვისაც სურვილი ექნება წავა ხულოს რაიონში სხვადასხვა ღირსშესანიშნაოების დასათვარიელებლად. 14:00 სთ-ზე ბულვარზე იწყება შეჯიბრი "კაიაკებს" შორის (ე.წ ჯომარდობა). ამისთვის იქნება შეკრებილი 4 გუნდი 10-10 კაცის შემადგენლობით.ეს გუნდებია:მოტო გუნდი,ოფროუდ გუნდი,უცხოელი ბაიკერების გუნდი და უცხოელი ოფროუდერების გუნდი.შეჯიბრი დასრულდება 18:00 საათზე. 22:00 საათზე კარვების ქალაქში იწყება სხვადასხვა შეჯიბრი კლუბებეს შორის,კერძოდ:ბაგირის გადაწევა,ტომრებით ხტომა,კლავჭიდი,ჭიდაობა და ა.შ. იქნება ტამტამ შოუ,სეუს მოცეკვავეები და დიჯეი.ამ ყველაფრის მერე შეგიძლიათ დაიძინოთ

3 დღე: დილის 10 საათზე თურქების კოლონა მიემართება აჭარის სხავასხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად,ვისაც სურვილი ექნება შეუძლია გაყვეს.12:00 საათზე გონიოს პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე,ზღვის ნაპირთან ახლოს იწყება ოფროუდ შეჯიბრი ტრიალში და მოტო კროსი.
17:00 საათზე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება შეჯიბრი მოტო დრაგში.შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ მოტოები შემდეგი კუბატურრით:
600 сс; 750 сс; 1000 сс ; 1000 +
მოტო დრაგში და მოტო კროსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, კერძოთ: I ადგილი -300 ლარი, I I ადგილი -200 ლარი, I I I ადგილი-100 ლარი.
შეჯიბრის დამთავრების შემდეგ 22:00 საათზე დაიწყება შოუ კონცერტი,მასში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი „ურსა“ ,“ტამტამ შოუ“, „ცეცხლოვანი შოუ“ ,“სტანტრაიდ შოუ“, ფოლკლორული ანსამბლი „სეუ“. კონცერტს დაასრულებს DJ. კონცერტს წაიყვანს ნანკა კალატოზიშვილი.