მოდი მეც გეტყვი რა, კაი?
აქ მე მგონი პატარა ღლაპები არ ვართ რომ ბავშვურად ერთმანეთს ვაჯიბროთ მანქანები. აქ საუბარია პრაგმატულ მიდგომაზე. ოჯახი გვყავს ყველას და ვიცით რას ნიშნავს მეორე, მესამე მანქანა ოჯახში. როგორია მეუღლის მანქანის შენახვა

და რისი გათვალისწინებაა საჭირო როცა ქალისთვის ყიდულობ ავტოს.
სუბარუ მეც მყავდა და ვაბოდებ ამ მოდელზე (ნუ თავის ფასში იასნა), მარა არასდროც წამიცდება ხელი რომ ქალისთვის ეგ ვიყიდო ან ვინმეს ვურჩიო....მაგის ოპოზიტკა ძრავის მოვლა არ გაიშვას

ანალოგიურია BMჭ-ც, რატომ უნდა დასვა მეუღლე უკანა წამყვან, დაბალ პასატკიან/ პოლუსპორტულ სედანზე? წვიმაში და სველზე კარგად რომ აილეწოს ხომ? (ღმერთმა აშოროს ყველას) უმეტესობა ქალები არ ფლობენ საჭეს ისე რომ ექსტრემალურ სიტუაციებში კონტრვრაშენიებით დაზანოსებული მანქანა გაასწორონ, შეასბამისად რამე ნაკლები სიმძლავრის და FWD ან AWD არის საჭირო

და ბოლოს, წვა და ექსპლუატაცია: რომელი ერთია იაფი შესანახი ზემოთ ჩამოთვლითაგან? მაგასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?
ხოდა ყველაფერი ამის გათვალისწინებით ვურჩევთ ადამიანს იყიდოს ის რაც ყველაზე შესაფერისია, და არა ის რაც 17-18 წლის ბიჭებს მოსწონთ, ან ჰგონიათ რომ მოსწონთ.
Faniack