2nika22მე ცოტა სხვა რარაც დავწერე. შენ ამბობ, რომ მოედანზე დღეში საშუალოდ 80% იჭრება, დარწმუნებული ვარ ეს % უფრო მაღალი იქნება რეალურ სიტუაციაში რომ მოხდეს გამოცდის ჩაბარება. რატომ?! რეალურ სიტუაციაში ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, რომ შეიძლება გზაზე ვიღაც გადმოგიხტეს გადაგირბინოს და ა.შ. მომზადების დონე ბევრად მაღალი გჭირდება ქალაქში ვიდრე მაგ მოედანზე და მომზადების დონეში მხოლოდ მანქანის მართვის პრაქტიკულ მხარეს არ ვგულისმობ, არამედ ფსიქოლოგიურ, ემოციურ, დაგეგმარების ანუ ექზეკუტივ და კოგნიტურ მხარეს. რეალურ სიტუაციაში რომ გეუბნევიან აქ და აქ უნდა მიხვიდეო, არა მხოლოდ იმას ამოწმებენ როგორ შეგიძლია ტარება, არმედ გზის გაგნება და საგზაო ნიშნების კითხვა, მანქანის მართვის შერჩევა ადგილზე დამოკიდებულებით - პატარა დასახლება ვიწრო ქუჩებით, შედარებით დიდი დასახლება, სოფლის გზები, ავტობანი. მოკლეთ ძალიან ბევრი ფუქნციის ტესტირება ხდება.
მაგ სიტუაციაში კიდევ მოედანი გაქვს. იცი შენს მეტი არავინაა, შესაბამისად მთელი შენი ყურადღება ჯოხებზე და ხაზებზეა, და რამოდენიმე საგზაო ნიშანზე კიდევ, რაც სურათზე შევამჩნიე. ეს კი დიდი განსხვავებაა, იმიტომ რომ რეალურ სიტუაციაში ჯოხების და ხაზებს გარდა 1000 რამ ხდება კიდევ.
ავარიების სტატისტიკას რაც შეეხხება კიდევ, რათქმაუნდა არსებობს ფაქტორები რომლებიც არაა დამოკიდებული გამოცდის სახეზე, მაგალითად ის რომ ადამიანი ნასვამი ჯდება საჭესთან, ან ძალიან დაღლილი და გამოუძინებელი და ა.შ. მაგრამ არის ფაქტორები რომლებიც ამცირებს ამ ავარიებს, და ესთ ერთი ფაქტორი არის რეალურ სიტუაციაში მომზადების გავლა და გამოცდის ჩაბარებაც. იმიტომ რომ რეალური სიტუაცია მომზადების ბევრად მაღალ დონეს მოითხოვს.
პ.ს. სხვათაშორის ჩვენთან თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, თავიდან მხოლოდ ორწლიან მოწმობას გაძლევენ. ამ ორი წლის განმავლობაში რამე რომ მოხდეს უკან გართმევენ მოწმობას და თავიდან უნდა ჩააბარო ყველა გამოცდა.
აი ეს არის ჩვენთან გამოცდა
http://www.youtube.com/watch?v=PecGdSj_kWM&feature=related ოთხ რაღაცას აქცევენ ყურადღებას
1 მანევრირეის უნარს
2 გარემოზე ორინტრიებული ანუ ეკონომიური მართვა
3 როგორ იყენებ წესებს და ახდენ შენი ქცევის ცვლას სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე
4 რიკსკები დადგენა მოძრაობისას
ეს კიდევ ჩვეულებრივი გაკვეთილი
http://www.youtube.com/watch?v=1TqXUaona3w&feature=related This post has been edited by BadbadGirl on 20 Oct 2012, 21:05