ჩემს მეგობარს ყავდა და მეც დავდიოდი ხოლმე, მოვლით ფაქტიურად მე ვუვლიდი

ტიპტრონიკი ქალაქში იმის სიარულით 17- ლიტრს წვავდა, ჩემი სიარულით 20-ს, ტრასაზე 11.5 და 13 შესაბამისად.
ჩვეულებრივად ოჯახში სახმარად დინამიკა სავსებით მისაღები აქვს, ტრასაზე სავსე მანქანით არასდროს არ გამჭირვებია სიარული. თოვლზე და გრუნტზეც თუ შესაბამისი საბურავები გაქვს და ტარების სპეციფიკა იცი, მშვენივრად დადის.
3.0-ის პლუსი ცოტა ცილინდრები, საწვავის პატარა ხარჯი და უბალიშობაა, გაცილებით უფრო მარტივი მანქანაა ვიდრე 4.4, 4.6 და 4.8.
3.0 M54 2 წელი იყო წლის საუკეთესო 6 ცილინდრიანი ძრავი, უნდა აუცილებლად სრული სინთეთიკა - 5w40-ი ყველაზე კარგი ვარიანტია. მე 330 მყავს მაგ ძრავზე და 2 წელზე მეტია Shell Helix Ultra 5w40 მისხია, იმ X-შიც მაგას ვასხავდით. VANOS-ის მუშაობა პირდაპირ დამოკიდებულია ზეთზე და სულ კარგი ხარისხის ზეთი უნდა ასხა, ფასი-ხარისხით ყველაზე კარგი არჩევანია Shell. ცენტრში უაზროდ გაწეწავენ ზეთზეც და სხვა ყველაფერზეც.
რომ ჩამოვა უნდა დარწმუნდე რომ გამართულია და საჭიროების შემთხვევაში მოაწესრიგო შემდეგი:
1. გაგრილების სისტემა: რასშირიტელნი ბაჩოკი, რადიატორი, ვისკომუფტა, კრიშკა, თერმოსტატი, შლანგები. 80, 250, 200, 25, 130, 40-80 ლარები შესაბამისად.
2. DISA - შემსვლელი კოლექტორის სიგრძის რეგულატორი, ხალასტოიზე იცის აბაროტის თამაში და დამახასიათებელი ტიკ-ტიკის ხმა აქვს - 470 ლარი ღირს ცენტრში.
3. ზეთის სეპარატორი კარტერის ვინტილაციაზე - ე.წ. დიაფრაგმა - ამან იცის განსაკუთრებით დიდი ზეთის ხარჯი.
4. გალოვკის კრიშკის პრაკლადკა - ხმება და ზეთს უშვებს. პრაკლადკა 40-60 ლარი, შეცვლა 20-40 ლარი.
5. რაზვალები და სხაჟდენიები.
ბენზინი თამამად შეგიძლია ჩაასხა რომპეტროლის ევრორეგულარი, ჩემი 2003-წლიანია და 3 წელია მაგ ბენზინს ვასხავ, ყველაფერი წესრიგში აქვს.
რამე თუ დაგაინტერესებს მოიწერე