ხოდა შენ უნდა წერდე აქ რა არის საჭირო და აქეთ გვეკითხები?
ყველაფერი რაც პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის არის საჭირო:
1) ბინტი, სანტავიკი, ჟგუტი (ჭრილობის დასამუშავებლად და სისხლის შესაჩერებლად)
2) ანტისეპტიკური საშუალებები, იოდი, სპირტი, უბრალოდ შეიძინეთ ბეტადინი საუკეტესო საშუალებაა
3) ანალგეტიკები, მეტამიზოლი, ციტრამონი ანუ შეგიძლიათ შეიძინოთ ანალგინის და სპაზმალგონის ტაბლეტები და ამპულები
4) ანტიბიოტიკები (ამპიცილინი, სტრეპტოციდი)
5) ნიტროგლიცერინი ან ვალიდოლი
6) ანტიჰისტამინური საშუალებები, ყველაზე გავრცელებულაი სუპრასტინი, მაგრამ თუ საჭესთან ხართ სასურველია მიიღოთ ისეტი რომელიც არ იწვევს ძილიანობას მაგალითად კლარიტინი. მაგრამ ძლიერი ალერგიების დროს და სწრაფი ეფექტისთვის სასურველია იქოენით სუპრასტინი ამპულებში
7) სპაზმოლიტიკური საშუალებები ანუ ნო-შპა და მისი მსგავსი პრეპარატები
8) ნიშადურის სპირტი, რომლის გამოყენებაც იმედია იცით
9) ერთჯერადი სტერილური ხელთათმანები, მაკრატელი, შპრიცები, შპადელი
10) ნახშირი, თეთრი ნახშირი როგორც დეზინტოკსიკაციის შაშუალებები
ეს არის ყველაზე აუცილებელი და თუ ვინმე ინსულინდამოკიდებულია ან რაიმე დაავადება აწუხებს , აქედან გამომდინარე უნდა დაამატოს.
მე არ მაქვს "აპტეშკა" და სულ მინდა შევიძინო და მავიწყდება.... თან მე ისედაც მოსუარულ აპტეჩკა ვარ, რაც მჭირდება თან მაქვს ჩანტაში ყოველთვის

"აპტეშკები" იყიდება ჯი-პი-სი-ში მაგრამ არ ვიცი ეს ყველაფერი შედის თუ არა.
პ.ს. წნევის აპარატიც კარგი იქნებოდა რომ ჩაგედოთ...