ერთი გამაგებინეთ,აქ ბევრმა დაწერა კონტეინერის გახსნაზე დასწრება არ შეიძლებაო და ეს ბრძანება რამე სხვას ემსახურება?
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 12858
2012 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისისაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე
მუხლი 15. დათვალიერებაზე დამსწრე პირები1. დათვალიერებას ესწრებიან:
ა) გაფორმების საგადასახადო ორგანოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი;
ბ) დეკლარანტი – თავისი სურვილით ან საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით;
გ) საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირები ან მათი წარმომადგენლები საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით;
დ) საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის პასუხისმგებელი პირი, როცა საქონელი ინახება აღნიშნულ საწყობში ან პუნქტში;
ე) ტექნიკური პერსონალი, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ახორციელებენ საქონლის დატვირთვა-გადმოტვირთვის ან დათვალიერებასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს;
ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ან/და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები – საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე;
ზ) მოწვეული ექსპერტები, სპეციალიტები.
2. დათვალიერებისას საგადასახადო ორგანოს თანამშრომელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს დეკლარანტს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა დათვალიერების ადგილზე და დახმარების აღმოჩენა (საქონლის ტრანსპორტირების, აწონვის, საქონლის რაოდენობის განსაზღვრის, გადმოტვირთვა-დატვირთვის, გადატვირთვის, შეფუთვების გახსნისა ან ხელმეორედ შეფუთვის უზრუნველყოფა, ასევე შენობების, საცავების და სხვა ადგილების გახსნა, სადაც შესაძლებელია იმყოფებოდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები);
ბ) მიიღოს ინფორმაცია დათვალიერებაში მონაწილე პირთაგან;
გ) ამ ბრძანებით დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით გაზარდოს დათვალიერების მოცულობა და/ან გამოიყენოს დათვალიერების უფრო დეტალური ფორმა;
დ) კანონმდებლობის შესაბამისად მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები;
ე) აიღოს საქონლის სინჯი და/ან ნიმუში.
3. დათვალიერებისას საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია:
ა) არ მიაყენოს არამართლზომიერი ზიანი საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებს;
ბ) დაიცვას დეკლარანტისა და დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირთა უფლებები;
გ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირებისას:
გ.ა) სკანირების მეშვეობით მიღებული სურათი დადგენილი წესით ასახოს მოწმობის ელექტრონულ ბაზაში, ხოლო როცა მოწმობა არ ივსება – შეინახოს დოკუმენტების შენახვისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადით.
გ.ბ) თუ სკანირების მეშვეობით მიღებული სურათი შეიცავს მონაცემებს სამართალდარღვევის ნიშნების თაობაზე, რეაგირებისთვის გადასცეს გაფორმების ორგანოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს;
დ) განახორციელოს დათვალიერება გონივრულ ვადაში, დასათვალიერებელი ობიექტის, საქონლის სახეობის, რაოდენობის, დათვალიერების მოცულობისა და სხვა პირობების გათვალისწინებით;
ე) სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას, დათვალიერების შედეგები ელექტრონულად ასახოს საბაჟო დეკლარაციის ინსპექტირების აქტში და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი.
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...View&id=1728767 This post has been edited by AchoS on 2 Jul 2013, 18:39