VW CLUB GEORGIA-Chip Tuning
პირველ ეტაპზე ვიწყებთ ფოლკსვაგენის ჯგუფში შემავალი ნებისმიერი ავტომობილის მოდიფიცირებას: Audi, VW, seat, skoda
მოგვიანებით შემოგთავაზებთ სხვადსხვა ბრენდების სრულ სიას

ფოლკსვაგენის მოყვარულთა კლუბი „VW CLUB GEORGIA“ გთავაზობთ მართვის ბლოკის (ეკუ) რემაპს და ჩიპტუნინგს - სიმძლავრის გაზრდას და ავტომობილის დინამიკის გაუმჯობესებას ასევე სრულ ავტოსერვისს.
კლუბის არსებობის მანძილზე დაგროვდა უდიდესი ცოდნა და გამოცდილება, რამაც განაპირობა კლუბის სახელით გაგვეხსნა ავტოსერვისი, სადაც ჩვენს მიერ დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას ერთმანთს ვუზიარებთ, გვყავს კვალიფიციური და პროფესიონალი ხელოსნები რომლებიც ხარისხიანად ჩაატარებენ ნებისმიერ სამუშაოს.
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ყველაფერი იქეთ მიდის რომ ნელა ნელა საავტომობილო სპორტი ფეხს იკიდებს და სულ უფრო ბევრი მოყვარული ავტოსპორცმენი გამოდის ასპარეზზე. იმისათვის რომ ნებისმიერ საავტომობილო შეჯიბრზე გამოვიდეს ადამიანი ბუნებრივია მას უნდა ყავდეს შესაბამისად მომზადებული ავტომობილი გაზრდილი სიმძლავრით, კარგი დაკიდებით და ა.შ.
სერვისში მოქმედებს ფასდაკლების მოქნილი სისტემა. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სახის მომსახურება:
• Chip Tuning:
STAGE 1 - ტურბირებული (დიზელისა და ბენზინის) ძრავებითვის 40-50 ცხენის ძალის, ხოლო ატმოსფერული ძრავებისთვის 15-25 ცხენისძალის მომატება (გააჩნია რა მდგომარეობაშია ძრავი) და შესაბამსი მამბრუნი მომენტის (თორქის) მომატება. ასევე საწვავის ხარჯის შემცირებას 1 ლიტრი წყნარი სიარულის რეჟიმში, ამ შემთხვევაში ხდება მოსამზადებელი სამუშოების დაგეგმვა, ეს სამუშაოები მოიცავს ძრავიდან, დიაგნოსტიკით დაწყებული ყველაფრის შემოწმებას და რეკომენდაციებს მოგცემთ თუ რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა გამოიცვალოს და ა. შ.
STAGE 2 - ამ შემთხვევაში სამუშაოები მოიცავს შემშვები და გამშვების სისტემის მოდიფიცირებას ასევე ბენზინის სისტემის (ინჟექტორების) შეცლას. შესაბამისად უფრო დიდი სიმძლავრე მიიღება ვიდრე STAGE 1 ის შემთხვევაში.
STAGE 3 - მესამე დონის ცვლილებისთვის ხდება ტურბინის, ბენზინის სისტემის (ბენზინის ტუბმო, იჟექტორები და ა.შ ),ძრავის დეტალების შეცვლა, ასევე შესაძლებელია ძარის გადაკეთებაც.
• კომპიუტერული დიაგნოსტიკა;
• ძრავის და გადაცემათა კოლოფის სრული დიაგნოსტიკა
• ვაკუუმის სისტემის მოწესრიგება
• დამატებითი აქსესუარების მონტაჟი (ტურბინის წნევის დაჩიკი, ტურბოთაიმერი, ზეთის წნევის , ზეთის ტემპერატურის, წყლის ტემპერატურის დაჩიკები და ა.შ)
• ძრავის შეკეთება:
• სავალი ნაწილის შეკეთება:
• გადაცემათა კოლოფის შეკეთება:[B][/B][SIZE=7]