Audi-მ ოფიციალურად წარმოადგინა უახლესი, ძალიან სპორტული 2014 RS6 Avant-ი. უნიევრსალის ფორმაში გამოწყობილ სპორტ ქარს, აგრესიული და ელეგანტური დიზაინი ძალიან კარგად აქვს შეწყობილი. ვიზუალურად RS6 ისე გამოიუყრება, როგორც ეს Audi-ს მაღალი პერფორმანსის ავტომობილებს შეეფერება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 2014 RS6 Avant-ს აქვს, დიდი ზომის ჰაერმიმღები, სპორტული ბამპერები, ალუმინის დეტალები, სპორტული ცხაური წარწერით "Quattro", უკანა ანტი ფრთა, ბამპერის დიფუზორი, 2 თავიანი ჩამხშობი სისტემა და 20 დიუმიანი სპორტული დისკები. ექსტერიერსა და ინტერიერს შორის სწორი ბალანსის დასაჭერად, დიზაინერებმა RS6 Avant-ის ინტერიერი Alcantara-ს სპორტული სავარძლებით, კარბონ/ალუმინის დეტალებით, სპორტული საჭით და კიდევ სხვა დეტალებით გააწყვეს.
რა თქმა უნდა "აუდელებს" არც ტექნოლოგიები და ფუფუნება გამორჩენიათ და სპორტული Avant-ი, MMI Navigation სისტემით, ინფოთაინმენთ სისტემით, 15 სპიკერიანი Bang & Olufsen-ის აუდიო სისტემით, ინტერნეტ კავშირით და მსგავსი საჭირო ტექნოლოგიით აღჭურვეს. როგორც მოველოდით ავტომობილი აღჭურვილი გახლავთ V-სებრი 8 ცილინდრიანი, ორმაგად ტურბირებული, 4 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელიც სუპერ სწრაფი უნივერსალის კაპოტქვეშ 560 ცხენისძალას და 700 ნიუტონმეტრს წარმოქმნის. აღნიშნული ძალური დანადგარი 8 საფეხურიან ავტომატურ გად. კოლოფზეა გადაბმული, რომელიც თავის მხრივ მთელ სიმძლავრეს Quattro-ს სრულ ამძრავ სისტემას აწვდის. შედეგად ავტომობილი 0-100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში ჩქარდება და ავითარებს ელ.ლიმიტირებულ 250 კმ/სთ-ს. უფრო მეტის მსურველთათვის იქნება ოფციონალური, Dynamic Package (რომლის დამატების შემთხვევაშიც ავანტის სისწრაფე 280 კმ/სთ-მდე გაიზრდება) და Dynamic Plus Package, (რომლის შემთხვევაშიც მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-მდე გაიზრდება.
მაქსიმალური ეკონომია/ეკოლოგიისთვის, ინჟინრებმა 560 ცხენიანი ძრავი Start/Stop ტექნოლოგიით და ცილინდრის დეაქტივაციის სისტემით აღჭურვეს, რომელის დაბალი ბრუნთა რიცხვის დროს, 4 ცილინდრს დროებით თიშავს. ამ ყველაფრის შედეგად, 2014 RS6 Avant-ი 100 კილომეტრზე 9,8 ლიტრ ბენზინს მოიხმარს რაც წინა თაობასთან შედარებით 40 პროცენტით ნაკლებია. ყველა ზემოთ ნახსენების კარგად სამართავად, RS6-ს დიდი ზომის სპორტული სამუხრუჭე სისტემა და ჰაერის დაკიდება დაუყენეს, (რომელიც უჟანგავ ზამბარებზე დგას). RS6 Avant-ის გაყიდვები მომავალი წლიდან დაიწყება და მისი ფასი ბრიტანულ ბაზარზე 77,000 ფუნტ სტერლინგი ეღირება.
http://news.drive.ge/?m=44&newsid=4395
Vorsprung Durch Technik...