ტყუილია ეგ. 15 წელი უკანა წამყვანი მყავდა, შემდეგ 7 წელიწადი წინა წამყვანით ვიარე (ეხლა 4X4 მყავს), არცერთხელ არ მომცურებია. უფრო მეტიც, ტრასაზე ხშირად მიწევს სიარული და იმაზე ვკაიფობ ხოლმე, დიდ მოსახვევში სადაც უკანა წამყვანი 80-თაც ვერ შევა (სტანდარტულ სიტუაციას ვგულისხმობ და არა რალის, დრიფტს და რუჩნოით შესვლას), მეხუთედან მეოთხეში ვაგდებ, გაზს ვაძლევ და 100-110-ით თავისუფლად შევდივარ, ისე რომ სიჩქარეს არ ვაგდებ.
ვისაც საჭის გარდა ფიზიკა კარგად ესმის, იმან მშვენივრად იცის რატოა ეგრე, ვექტორი ექაჩება იქით, საითაც მიმართულია წინა ბორბალი და მოსახვევში არათუ მოცურების საშიშროებაა, გაზს რო უმატებ უფრო მდგრადი ხდება და ადვილად ლახავს ბარიერს.
ასე, რომ პირად ჩემი რჩევა, სუფთა სამომხმარებლო (ოჯახისთვის) დონეზე, წინა წამყვანი ჯობია. პრაგმატუილი თვალსაზრისით, გამავლობით, ყინულზეც და ტალახშიც გაცილებით უკეთ დადის და თითქმის არ შეგქმნება პრობლემები, ხოლო მოსახვევში მოცურებას რაც შეეხება, ღმერთმა დაგიფაროს და რაღაც ძაან არაბუნებრივი მანევრი უნდა გააკეთო რო მოგიცურედეს, ანუ ძალიან უნდა ეცადო რო ეგ გააკეთო ...