მე მყავს დაახლოებით 6 თვეა 2004-ნი BMW E60 530D
ჩამოვიყვანე გერმანიიდან და დამიჯდა $ 16 000
დიზელს ვასხავ მხოლოდ რომპეტროლის FX (საქართველოში არსებულ ნაგავს შორის ცოტა უკეთესი ნაგავია)
ზრავში ზეთს ვასხავ მხოლოდ სინთეტიკას. ვცვლი ყოველ 7000-ზე
საწვავის და ჰაერის ფილტრებს ვუცვლი ყოველ 14000 -ზე.
მანქნას ვუფრთხილდები მაქსიმალურად, ნაგაზავებზე ეგრე არ ვთიშავ რომ ტურბინმ არ მაგინოს, ორმოებს ძაან ვარიდებ და მაქსიმალურად ნელა გადავდივარ ბუგაროკებზე, წაკითხული მაქ სერვისის წიგნი რაც მოყვა და ვასრულებ ყველა რეკომენდაციას რაც შიგნით წერია

ამ ყველაფრის შემდეგ მანქნა მუშაობს საათივით ხელი არ მიხლია ჯერჯერობით არაფერზე, 6 თვის განმავლობაშ მხოლოდ 1 გაბარიტის ნათურა დამეწვა

რაც შეეხება წვას გაზომილია ჩემს მიერ და არა სხვის მოყოლილ ზღაპრებს ვწერ:
ტრასაზე წვავს 6.8 - 7.2 ლიტრას
თუ ტრასა თავისუფალია და გადასწრებები და სიჩქაარეების ცვლა არ გიწევს წვავს 6.5 ლიტრს
BMW-ია მაგრამ ქალაქში თუ მაინცდამაინც არ მიადგავ და ნორმალურად ივლი წვავს 8-9 ლიტრს
აგრესიული სიარულით 11 მდე
თუ სუ ტურბინაგახსნილმა იარე მაშინ დაგიწვავს ალბათ კიდე რამდენიმე ლიტრით მეტს მე ეგ აღარ მიცდია

*****
ვიღაცამ იკითხა გაზი ჩავაყენო E60 545-შიო
აი რო გავიგო ვიღაცამ მაგ მანქანაში გაზი ჩააყენა მივალ და ჩემი ხელით დავულეწავ მანქანას ....
bolaამ ფასში მოგივა როგორი მანქანა იცი?
გერმანიაში პროფესორის ოჯახიდან რო ყავთ ნაყიდი და მარტო შაბათ კვირას სასეირნოდ რომ დადიოდა პატრონი 7-8 წელი ..
This post has been edited by system32 on 5 Jan 2013, 23:20