SACHKHEREსალამი ირაკლი!

სასიხარულო ამბავია ნამდვილად რასაც შენს მანქანას უპირებ
როგორც ვიქტორმა თქვა, ძირითადი შავი სამუშაო შენს მანქანაში გაკეთებული იქნება უკვე.
პირველი რაც უნდა გააკეთო, უნდა ამოიღო ან გათიშო მაინც უკანა დინამიკები და რატომ:
სტერეო ხმა მოდის სცენიდან. როცა კონცერტზე ხარ, ხმა გესმის წინიდან, ეგრე ჟღერს სწორი ხმა, ეგრეა ადამიანის ყური მოწყობილი.
ჩემს მანქანაში ადრე ეყენა მარტო უკანა დინამიკები. ძალიან ხშირად მუსიკის მოსმენისას შემიმჩნევია რომ უკან ვიწეოდი ძალაუნებურად, თითქოს უკეთ რომ გამეგო მუსიკა
+ მაგას, 2 არხიანი სტერეო ხმის მულტიჩენელში გადაყვანის მცდელობა ხმას ამახინჯებს, თან ძალიან. საკმარისია მოისმინო სწორად მჟღერი სისტემა სულ ცოტა ხნით და ეგრევე ხვდები რამდენად ცუდი ჟღერადობა აქვს არასწორად აწყობილ აუდიო სისტემას, ამ შემთხვევაში - უკანა დინამიკებს მანქანის აუდიო სისტემაში, არ აქვს მნიშვნელობა რა ხარისხის იქნება თან.
ზოგადად, კარგი ხარისხის საუნდისთვის საჭიროა წინა კომპონენტური აკუსტიკა + ბასი. ისიც ბასი უფრო ოპშენალია, კარგი წინა აკუსტიკა ხშირად საკმარისია და ბასი არ გჭირდება საერთოდ, იმიტომ რომ საკმაო წნევას ქმნიან ისედაც კარგი წინა დინამიკები და ბასის კომპენსირებას ახდენენ.
ოღონდ აუცილებელია ეს ყველაფერი გამაძლიერებელზე შეერთდეს, რომ ხმის ხარისხიც მიიღო და სიმძლავრეც. მაგნიტოფონის 20 ვატიანი ჩენელები პრაქტიკულად საკმარისი არაა არანაირად.
მაგნიტოფონს გამოცვლა მოუწევს სავარაუდოდ, იმიტომ რომ ფლეშკიდან ვერ კითხულობს უკომპრესო WAV ფაილებს, არ აქვს ხმის პროცესორი, პრეაუტი აქვს მხოლოდ 1 წყვილი და ისიც 2 ვოლტიანი.
შენთან რაც ძალიან კარგი რამეა გაკეთებული არის ყუთები წინა დინამიკებისათვის

სტოკი ასტრა G კუპეს აბივკა გავს სტანდარტულს, ჯიბესავის აქვს საჭიქე და დინამიკები დგას პოდიუმებზე. შენთან კი, დინამიკებს აქვთ თავისი ყუთი, რომელიც იქნება სავარაუდდო გადატიხრული და იზოლირებული. მოკლედ, ბრწყინვალეა.
ჩემი აზრით, რადგან შენ გინდა Sound Quality და არა ESPL და სავარაუდოდ შენი წინა დინამიკები ESPL ტიპისაა, სჯობს ამოიღო ეგ დინამიკები, გაყიდო და იყიდო კარგი წინა კომპონენტური აკუსტიკა. თუნდაც გლადენის სასტარტო ხაზი, M 165 არის ძალიან, ძალიან კარგი დინამიკების კომპლექტი. ღირს მგონი 180 ლარი. აქ შეგიძლია ნახო:
http://gladen.com/compo_coax.htmlამ M 165-ს დააყენებ შენი დინამიკების მაგივრად წინა კარებში. მაგრამ ერთი პრობლემაა - რადგან შენთან წყვილ-წყვილადაა ახლა თითო კარებში დინამიკები, მოგიწევს თითო ხვრელის ამოვსება. მაგრამ ეგ ადვილია, უკნიდან დაფარავ მაგ ხვრელს და წინიდან დატოვებ დინამიკის გრილებს, ვითომ დგას დინამიკი იქაც.
დინამიკების პრავოდკაც სავარაუდოდ უკვე გაყვანილი იქნება ბაგაჟნიკიდან შენთან და პირდაპირ იმათზე დასვამ. ტვიტერები ქარხნულ სატვიტერეში შეგიძლია ჩასვა. იშვიათი გამონაკლისია სხვათა შორის გლადენის ტვიტერები რომ ასტრის ტვიტერის ადგილას ეტევა გადაკეთების გარეშე.
მაგით შენი ფრონტალური აკუსტიკა იქნება მზად.
რაც შეეხება ბასს.
თუ გადაწყვეტ რომ ბასი მაინც გინდა, და სანამ გადაწყვეტ, სჯობს რომ ჩემს მანქანას მოუსმინო, ბასით და ბასის გარეშეც. დიდად სავარაუდოდ იქით კვირაში დავამთავრებ აწყობას. და მერე რეალურად გადაწყვეტ გინდა თუ არ გინდა ბასი მაინც.
მაგალითად, ჩვენს თანაფორუმელს RZ-S TT-ს მანქანაში უყენია მარტო გლადენის M165 დინამიკები. ბოქსთნ ჩართული რომ ჰქონდა მუსიკა, ხალხი ბასბოჩკას ეძებდა მანქანაში. ანუ სავსებით შესაძლებელია, რომ სწორად აწყობილი სისტემის შემდეგ შენც თქვა, რომ აღარ გჭირდება დამატებით ბასი.
ბასის დაყენება რამდენიმე ვარიანტში შეიძლება ჩვენს კუპეებში:
1) სალონში, უკანა კრილოში (მე ეს ვარიანტი ავირჩიე)
2) Free Air, ანუ უყუთო ბასი უკანა შუშასთან, პანელზე
3) ე.წ. ბასბოჩკა ბაგაჟნიკში.
განვიხლოთ ვარიანტების მიხედვით:
1) მე ბასს ვაყენებ უკანა მარჯვენა კრილოში. რომ შეხედო მანდ, ჩვენს კუპეებს აქვს შიგნით უზარმაზარი სივრცე. ჩემთან მაგალითად აბსოლუტურად თავისუფლად დგება 10 ინჩიანი საბი. რომ მოინდომო, 12-იანსაც დააყენებ, ცოტათი წინ გამოწევ, მაგრამ 10-იანზე მეტი ასტრის სალონში საჭირო არამგონია რომ იყოს.
ამ შემთხვევაში ხდება უკანა აბივკის გადაკეთება და საბის მორგება. + იკვრება ასე ვთქვათ შიდა ყუთი უკანა კრილოში და ხდება კრილოს ვირო და ხმის იზოლაცია.
2) Free Air საბები უკანა თაროზე.
Free Air საბებს ისეთივე კარგი და ჟღერადი ბასი არ აქვს, როგორიც ყუთიანებს, თუმცა დიდი + აქვთ რომ ყუთს არ საჭიროებენ და შეგიძლია პირდაპირ დააყენო მანქანაში, უკანა თაროზე.
მინუსი ისაა, რომ ასტრის უკანა თარო რკინებშია ქვემოდან, მოგიწევს ნახვრეტების ამოჭრა საბის ჩასასმელად.
3) ბასბოჩკა ბაგაჟნიკში.
თუ ბასბოჩკას ჩადებ ბაგაჟნიკში, გჭირდება სალონში ხმის შემოშვებაც. აქ ორი ვარიანტია:
1. ამოჭრა უკანა თარო და სპეციალური აუდიო მატერიალით გადახურო მერე.
უდიდესი მინუსი - მანქანის სიმყარეს არღვევ უკანა თაროს ამოჭრით. + საკმაოდ ძვირი დაგიჯდება მაგის გადაკეთება.
2. უკანა სავარძლის ხელის დასადები გაუქმდეს და საბმა სალონში იყუროს.
მინუსი ისაა, რომ უკანა სავარძელზე ხელის დასადები აღარ გექნება.
+ გაითვალისწინე ერთი რაღაც, თუ ასტრის ბაგაჟნიკში ჩადგამ ბასბოჩკას, ცოტა ვიბროიზოლაციები იქაც დაგჭირდება, იმიტომ რომ იჟღრიალებს იქაურობა საბის წნევისაგან.
ჯამში, საბის ამბავი იოლი მოსაგვარებელი არაა და უფრო საწვალებელი ეგ გექნება შენ.
დაგჭირდება ასევე გამაძლიერებელიც.
შენს შემთხვევაში ან 2 არხიანი, ან 4 არხიანი გამაძლიერებელი დაგჭირდება. თუ საერთოდ ყველაფერზე ინდივიდუალურ გაძლიერებეას გადაწყვეტ, მაშინ ან 6 არხიანი გამაძლიერებელი ან 2 არხიანი + 4 არხიანი. გააჩნია რამდენ არხიან სისტემას ააწყობ მოკლედ.
გამაძლიერებელი ადვილად დგება ჩვენს ასტრებში ბაგაჟნიკში, უკანა თაროზე ქვემოდან. თაროზე ბოლტ-გაიკით დასვამ ფიცარს, ფიცარზე დასვამ გამაძლიერებელს.
ასევე, იმის გათვალისწინებით, რამდენ არხიან სისტემას გადაწყვეტ შეიძლება დაგჭირდეს ე.წ. ტულპანების კიდევ 1 ან 2 კაბელის გამოყვანა.
მაგნიტოფონს რაც შეეხება და მის ფუნქციებს, კარგი ჟღერადობისათვის საჭიროა რომ:
1) მაგნიტოფონი კითხულობდეს შეუკუმშავ WAV ფაილებს ფლეშკიდან.
ალტერნატივა რა თქმა უნდა არის Audio CD, მაგრამ დისკების 80 წუთიანი ლიმიტი + მათი თრევა დღევანდელი გადასახედიდან, როცა ფლეშკა არსებობს არის ძალიან მოუხერხებელი. ამიტომ, ძალიან მაგარია, როცა მაგნიტოფონი WAV ფაილებს კითხულობს ფლეშკიდან. უმეტესობა კენვუდს და JVC-ს აქვს ეს ფუნქცია.
2) ხმის პროცესორი
პროცესორის საშუალებით შესაძლებელია გააკეთო დროის დაყოვნება თითოეულ არხზე, ინდივიდუალურად. ანუ მაგალითად მძროლი ზიხარ მანქანაში წინ, მარცხენა მხარეს. ჩვეულებრივი მაგნიტოფონიდან გამომავალი აუდიო სიგნალის ცენტრი არის მანქანის შუა ნაწილი, სადაც რეალურად არავინ არ ზის. ამ დროს შენ მარცხენა ყურში უფრო მალე გესმის ხმა, ვიდრე მარჯვენაში.
ხმის პროცესორი და დროის დაყოვნების ფუნქცია სშუალებას გაძლევს მუსიკალური ცენტრი გადმოიტანო ზუსტად შენს ყურებზე და მუსიკა ყველა არხიდან მიიღო ერთდოულად შენს ყურებთან.
3) კარგი პრე-აუტები.
პროცესორიან მაგნიტოფონზე, რამდენი წყვილი პრე-აუტიც გაქვს, იმდენი X 2 არხზე შეგიძლია ხმის დაგვიანება გაასწორო.
სენს მაგნიტოფონს აქვს 1 წყვილი პრე-აუტი, ანუ ხმის დაგვიანება შეგიძლია გაასწორო მხოლოდ 2 არხზე, რაც იდეალისგან არის ძალიან შორს, იმიტომ რომ რეალურად მანქანაში როცა წინა კომპონენტები + 1 ბასია, გაქვს 5 აუდიო დინამიკი და 5-ვე შენი ყურებიდან დაშორებულია სხვადასხვა მანძილზე. თუ ფრი-აირ საბებს გამოიყენებ, მაშინ 6 დინამიკი გექნება.
მაგალითად, კარგ მაგნიტოფონებს აქვთ 3 წყვილი პრე-აუტი, 4-5 ვოლტიანი თან. პრეაუტის ძაბვა რაც მეტია, მით უკეთესია, უფრო უკეთესი სიგნალი მივა საბოლოოდ გამაძლიერებლამდე.
ასეთ შემთხვევაში იდეალურად დაარეგულირებ დაყოვნებებს.
4) ინტეგრირებული კროსოვერები, სიხშირეების გასაფილტრად დინამიკებზე.
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.